"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა აღიაროს საქართველოს არალეგიტიმური არჩევნები", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Foreign Policy. სტატიის ავტორები საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კრამერი არიან. ისინი წერენ, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგნენ.
სტატიის ავტორები, 2004 წელს, უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის, პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების მოპარვის მცდეობას იხსენებნ და წერენ, რომ ამან მაშინ ნარინჯისფერი რევოლუციის პროტესტი და დასავლეთის რეაქცია გამოიწვია: "ამის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი წარდგა მედიის წინაშე და განაცადა, რომ შეერტებული შტატები არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად ვერ ჩათვლიდა. სწორედ ეს, იგივე უნდა გააკეთოს აშშ-ის ამჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან დაკავშირებით".
იან კელისა და დევიდ კრამერის სტატიაში, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებზე დაყრდნობით საუბარია, რომ შაბათს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირდა "ამომრჩევლის დაშინების, მათი იძულებისა და ზეწოლის" მასშტაბური მცდელობები: "მიუხედავად ოფიციალური შედეგებისა, მოქმედმა მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" შეინარჩუნა მანდატების უმრავლესობა, თუმცა, დამოუკიდებელი დამკვირვებლების აზრით, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა".
წყარო: მთავარი არხი
"აშშ-მა არ უნდა აღიაროს საქართველოს არალეგიტიმური არჩევნები" - იან კელისა და დევიდ კრამერის სტატია
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი