"არავის უნდა თავისი საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა" - ვიქტორ ორბანი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, არავის უნდა თავისი საკუთარი ქვეყნის დანგრევა და ომში ჩართვა.

 

„ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, იმიტომ რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს. ვიცით, ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა თავისი საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო და არჩევანი გააკეთა მშვიდობის მიმართ. უნგრეთშიც ასეა“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები არის პოზიტიური.

 

„მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოში ჩამოსვლა, რადგან ეს იქნებოდა ჩვენი ჩარევის მცდელობის სახედ აღქმული. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და მერე გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის არჩევნების შემდეგ.

 

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არის ურთიერთსახარბიელო და პოზიტიური. ჩვენ არ ვიცით, რის გამო ხდება, ალბათ ისტორია იქნება ამის მიზეზი. თქვენ ხართ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი, ჩვენც ასეთივე ნატურის ხალხი ვართ. ჩვენ ირგვლივ დიდი სახელმწიფოებია, დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო და ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის. ეს ისტორიული ფაქტია, რომელიც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ურთიერთობებს პოზიტიური სახე აქვს და ხალხი ერთმანეთს აკვირდება, ეს განსაკუთრებული სიხარულის მომცემია. მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. მე ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია ვთქვა, არავის არ გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები, რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, საქართველოში არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი.

 

„მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. მე ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია ვთქვა, არავის არ გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები, რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული. იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა, ეს ასეა. ჩვენ უნგრელები, ასევე ვაგზავნით ხოლმე ჩვენს დამკვირვებლებს, საქართველოშიც ასე იყო. მე შევისწავლე ის ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს, ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი ამ ანგარიშში და ამიტომ მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისივე თქმით, უნგრეთი აფასებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ერთგულებას მშვიდობის იდეისადმი და დარწმუნებულია, რომ ათწლეულის ბოლოს საქართველო იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

 

„ჩვენ დიდად ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი და მე პირადად ვარ დარწმუნებული, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, საუკეთესო ფორმაში, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დახმარება აღმოგიჩინოთ. ჩვენ უნგრელი ექსპერტები გამოვგზავნეთ თბილისში, ასევე მივიღეთ თქვენი ქვეყნის ექსპერტები ვიზიტით, რომლებიც დაძმობილების პროგრამაში ჩაერთნენ,“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისივე თქმით, საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ევროინტეგრაცია საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა.

 

„ალბათ, თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დააკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ პირობებში ერთგულების კითხვის ქვეშ დაყენება ნამდვილად სასაცილოა,“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.