გულშემატკივრი რონალდუს წასვლას ითხოვს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დასასრული ყველაფერს აქვს და შორს არ არის ის დრო, როცა კრიშტიანუ რონალდუ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ფეხბურთის მოქმედი ლეგენდა, ჯერამის გაკეთებას არ ჩქარტობს. მეტიც, ის ეროვნული გუნდის რიგებშია გამოძახებული და ერთა ლიგის მატჩებიც ითამაშა. ეს ყველაფერი კი, ადგილობრივ გულშემატკვიარს აღარ მოსწონს. რონალდუმ ნაკრების მაისურით, 2014 შეხვედრაში 132 გოლი გაიტანა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, მაგრამ....

„ფერნანდუ სანტუში ცდილობდა, რონალდუს ხელშეუხებლობის მითი დაენგრია, მაგრამ ის ნაკრებიდან გაუშვეს და სავარაუდოდ, ამაში კრიშტიანუს ხელიც ურევია. ახალი თავკაცი, რობერტო მარტინესი კი, მას მუდმივად ძირითადში ათამაშებს და უბრალოდ ვერ ეხება. რონალდუ არამარტო დაბერდა, არამდ ის ახალგაზრდების მტერია და სწორედ მის გამო, ნაკრებში ბევრმა ახალგაზრდამ ფეხი ვერ მოიკიდა, რადგან ისინი მის პოზიციაზე თამაშობენ და მოედანზე გასვლის შანსი არ აქვთ“,-ასეთია პორტუგალიელი გულშემატკივრის აზრი, თუმცა პორტუგალის ნაკრების მორიგ შეხვედრაში, რონალდუ საუკეეთესოდ აღიარეს და მან ნაკრების მაისურით მორიგი გოლიც მიითვალა.

ისე კი, სანტუშის მოხსნას მთლიანად რონალდუს ნუ დავაბრალებთ. ეს სპეციალისტი აშკარად ვერ უძღვებოდა საქმეს და პორტუგალიიდნ წასვლის შემდეგ, აზერბაიჯანის ნაკრები ჩააბარეს, სადაც მას დიდი იმედებით ელოდნენ, მაგრამ ჩვენმა მეზობლებმა, ერთა ლიგაზე, საწყისი სამი მატჩი უშანსოდ წააგეს და უდიდესია იმის ალბათობა, რომ სანტუში მათაც გაათავისუფლონ.