„საათი“ სიკვდილის დროსაც გვაუწყებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

New York Post-ის ინფორმაციის მიხედვით, აპლიკაცია Death Clock (სიკვდილის საათი) ხელოვნური ინტელექტის საფუძველზეა შექმნილი. პროგრამა აგროვებს მონაცემებს მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი ანკეტიდან, ითვალისწინებს წონას, სისხლში შაქრის დონეს, წნევას, ძილის ხარისხს, ფიზიკურ აქტივობას, მავნე ჩვევებს, კვების თავისებურებებს...

მოკლედ, ყველაფერს, რასაც სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სოციალური ცხოვრებაც, ფსიქიკური მგომარეობა და ადამიანის ემოციური ფონიც. შედეგად, „სიკვდილის საათი“ ზუსტ დღეს ასახელებს. სიახლის ავტორები აცხადებენ, რომ პროგრამის მიზანი ადამიანების მოტივირებაა, შეცვალონ ცხოვრების არაჯანსაღი სტილი და ჯანმრთელობას მიხედონ. უფრო ზუსტად, „საათი“ მომხმარებელს ფიზიკური აქტივობის სხვადასხვა ვარიანტს, დიეტის შესახებ რეკომენდაციებსა და საკუთარ თავზე მუშაობას სთავაზობს, რათა უფრო დიდხანს იცოცხლოს.