პომიდვრის წვენი წნევას არეგულირებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტომატის წვენის წყალობით, არტერიული წნევის დაქვეითება და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი სწავლულები. მათ კვლევებში 500-ზე მეტი ქალი და მამაკაცი მონაწილეობდა. ერთი წლის განმავლობაში, ისინი ტომატის წვენს იღებდნენ მარილის გარეშე. აღმოჩნდა, რომ მათგან ასამდე მოხალისეს, რომელთაც ჰიპერტონია ჰქონდათ, მნიშვნელოვნად დაურეგულირდათ წნევა. გარდა ამისა, სპეციალისტებმა ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ ექსპერიმენტში მონაწილეებს, სისხლში ქოლესტერინის გადამტანი ლიპოპროტეინების დონეც შეუმცირდათ.