Google-მა 2024 წლის ჰელოუინის ტრენდები გამოავლინა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

და აი, ისევ დადგა ჰელოუინის სამზადისი, როგორც ყოველი წლის ოქტომბერში და Google-ის Frightgeist 2024-მაც არ დააყოვნა. ის წარმოგვიდგენს ვებში გავრცელებულ დიზაინებს, კოსტიუმებსა და ყველაზე ხშირად ძიებად პროდუქტებს, რომლებსაც თავს ამ სტატიაში მოვუყრით. თუ გაინტერესებთ, როგორია 2024 წლის „ყველაზე საშიში ტრენდები” 2024 წლისთვის, გამოგვყევით. 

Google-ის „დაკვირვებით”, ტრენდებს ხსნის კლასიკა – Deadpool & Wolverine, Inside Out და Beetlejuice. ვების მომხმარებლები ყველაზე ხშირად სწორედ ამ კოსტიუმებს ეძებენ. ასევე, არ კარგავს აქტუალობას 50 წლის Hello Kitty-ც, რომელიც დეკორაციის მთავარ თემად მოიაზრება წლევანდელი ჰელოუინისთვისაც.

რაც შეეხება სხვადასხვა ნივთს, ყველაზე მეტჯერ ძიებადია ხეები, დეკორაციული სანთლები და ჩონჩხის ფორმები. ტრენდები შეეხო მენიუსაც – როგორც ვების შედეგები გვიჩვენებს, ბევრი ადამიანი აპირებს, მოამზადოს მუმია ჰოთ-დოგი ან თავის ქალის ფორმის პიცა.

როგორც იცით, ჰელოუინი წარმოუდგენელია გრიმის გარეშე. ინტერნეტმომხმარებლებს, რა თქმა უნდა, არც ეს დავიწყებიათ. როგორც ამ კატეგორიის ძიების შედეგები გვიჩვენებს, ყველაზე ხშირად „კორალაინის” გრიმს ეძებენ, შემდეგ უკვე მოდის ჰელოუ კიტის, საბრინა კარპენტერისა და მალეფისენტას გრიმები. ტრენდში რჩება ყოველ წელს აქტუალური მაკიაჟიც, რომელიც ზომბად ან მოჩვენებად წარმოგაჩენთ.

და ბოლოს, ვის გაუგია ჰელოუინის აღნიშვნა საშინელებათა ჟანრის ფილმების გარეშე. წელს ყველაზე ტრენდულ ფილმად მიიჩნევა Beetlejuice. მას მოსდევს Friday the 13th, Corpse Bride, Coraline, Halloween (1978) და სხვები.