"დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხედავთ, რომ სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს თეორიულად საქნციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომელიც პირიქით უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, დაასანქცირეს პოლიციის 2 მაღალი თანამდებობის პირი, ორი 2008 წლეს ნაბრძოლი ადამიანი და არ შეიძლება ასეთი შეცდომები დაუშვან ადამიანებმა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ.

 

„სანქციები არის კონტრპროდუქტიული, ჩვენ დაგვისანქცირეს პოლიციის 2 მაღალი თანამდებობის პირი, ორი 2008 წლეს ნაბრძოლი ადამიანი, ასეთი შცდომები არ შეიძლება დუშვან იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ. ყველამ დაინახა, რომ სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე მე მგონია, რომ მომავალში იქნება მიღებული უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ჩაივლის ეს არჩევნები, ჩაივლის სხვა პროცესები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან.

„ეს განცხადებები არის დროებითი. რაც შეეხება არჩევნებს და ტესტს, ამ ტესტს საქართველო კიდევ ერთხელ ჩააბარებს უმაღლეს დონეზე, განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, რომელთაც ძალიან უჭირთ ასეთი ტესტების ჩაბარება. ასეთი განცხადებები არის აბსოლუტურად დროებითი,“- განაცხადა პრემიერმა.