განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რომ ვერავინ შეძლოს არჩევნებზე ნეგატიური გავლენის მოხდენა - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტი სიფრთხილისთვის - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არჩევნების წინ ფალსიფიცირებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების თაობაზე სუს-ის განცხადებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განცხადებაში საუბარია პოლიტიკურ ძალებზე, რომელთაც ქვეყნისთვის სიკეთე არ სურთ, მათ შორის როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებზე, ანუ რადიკალურ ოპოზიციაზე, ისე მათ უცხოელ მფარველებზე.

„პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომელთაც არ უნდათ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. აქ საუბარია როგორც გარედან მოქმედ ძალებზე, ისე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებზე, ანუ იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები. მე მგონია, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულად, არიან ფხიზლად, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რათა მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას ბანერების დაზიანებაზე და აღნიშნა, რომ მათ არ მოსწონთ იმ რეალობის ჩვენება, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან.

 

„უკრაინაში არის უმძიმესი ვითარება, ამ ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული მაშინ, როდესაც ამ ომის დაწყებამდე ოკუპირებული იყო ტერიტორიების მხოლოდ 8%, 2.5-ჯერ გაიზარდა ოკუპაციის არეალი. ინფრასტრუქტურა არის განადგურებული. მარტო ენერგეტიკის სფეროში ელექტროენერგიის გამომუშავების ნახევარი დაკარგა უკრაინამ. წარმოიდგინეთ, რამხელა ზიანზეა საუბარი. არის უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობა, უამრავ დასახლებაში არ აქვთ ელემენტარული კომუნალური მომსახურებები, გაზი, დენი, წყალი და ა.შ. მათ შორის, დიდ ქალაქებზეა საუბარი ხშირ შემთხვევაში. არის დაღუპული ათი ათასობით უკრაინელი, ასობით ბავშვი. არის უმძიმესი ვითარება და ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიცია, მათი მედიასაშუალებები ცდილობდნენ, რომ ეს ყველაფერი, როგორც რომანტიული მოვლენა, ისე წარმოეჩინათ. ახლა, რა თქმა უნდა, ისინი არიან ძალიან შეშფოთებული იმის გამო, რომ საზოგადოებას ჩვენ ვაჩვენეთ შიშველი სიმართლე ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რეალურად, მათი მიზანი იყო ის, რომ ქართველებს მონდომებოდათ იმ ბედის გაზიარება, რასაც იზიარებს უკრაინა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, არ გაიხსნას საქართველოში მე-2 ფრონტი და სწორედ ამისათვის არის მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს სწორედ მშვიდობას და არა ომს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მილიონზე მეტი ხმის მიღებას აპირებს ამ არჩევნებზე.

 

„ჩვენ ვაპირებთ მილიონზე მეტი ხმის მიღებას ამ არჩევნებში და შეგიძლიათ, დათვალოთ რამდენი საჯარო მოხელეა საქართველოში. საჯარო მოხელეების რესურსი და არც მათი ოჯახები არ ეყოფა არჩევნების მოგებას. „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.