რა ქონებას ფლობს ნათია მეზვრიშვილი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ის ახლა გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილეა და აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ მოლაპარაკებებში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უძღვება. მართალია, მისმა პარტიამ ქარტიაზეც მოაწერა ხელი, თუმცა დააზუსტა, რომ ქარტიაზე ხელმოწერა მათთვის ერთგვარი კომპრომისი იყო: „ეს კომპრომისი, განსაკუთრებით ტექნიკური მთავრობის ნაწილში დავუშვით, რადგან ჩვენთვის ეს არის გზა, რომ არ ჩამოყალიბდეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი და წითელი ხაზი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა 14 ოქტომბერს და იქვე დასძინა, რომ როდესაც ქარტიაზე ხელი მოაწერეს, პრეზიდენტმა იცოდა მათი პოზიცია სამივე პუნქტზე.

ვიდრე პარტიები 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადებიან, „ვერსია“ ნათია მეზვრიშვილის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ, თუმცა მანამდე, მისი ბიოგრაფია გავიხსენოთ.  

 

ნათია მეზვრიშვილის ბიოგრაფია

ნათია მეზვრიშვილი დაიბადა 1985 წლის 19 აპრილს, თბილისში. 2002-2006 წლებში, სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (ბაკალავრის ხარისხი); 2006-2008 წლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე (მაგისტრის ხარისხი); 2016-2017 წლებში - ცინცინატის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, აშშ, ოჰაიო (მაგისტრის ხარისხი LLM).

2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სტაჟიორად; 2007-2009 წლებში - ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურაში, პროკურორის პოზიციაზეა; 2009 წელს - საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორია; 2009-2010 წლებში - საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი; 2010-2012 წლებში - საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; 2012-2013 წლებში - საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი; 2013 წელს - საქართველოს მთავარი პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსი; 2010-2015 წლებში - მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2012 წლიდან - მიწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2014 წლიდან - ასისტენტ-პროფესორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.

2013 წლიდან - საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; 2017-2019 წლებში, ნათია მეზვრიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა; 2019 წლის 19 სექტემბერს, დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად; 2019 წლის 2 ოქტომბერს, დაინიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად. 2020 წლის 23 ნოემბერს, ნათია მეზვრიშვილი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.

 

ნათია მეზვრიშვილის ქონება

სულ ბოლო დეკლარაცია ნათია მეზვრიშვილმა 2021 წლის 27 თებერვალს ჩააბარა, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მაშინ უკვე ყოფილმა უფროსმა. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მის 100%-იან საკუთრებაშია 14.61 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ჩხიკვაძის ქუჩაზე, რომელიც 2014 წელს, 48 000 აშშ დოლარად შეუძენია.

აქვს მიმდინარე და სახელფასო ანგარიშები თიბისი ბანკსა და ტერა ბანკში. მისი, როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წლიური შემოსავალი 75 684 ლარია.

დეკლარაციიდანვე ირკვევა, რომ 2014-2024 წლების ვადაში, საქართველოს ბანკიდან აუღია 57 500 აშშ დოლარის ოდენობის სესხი, რომლის ყოველთვიური გასავალია 7 998.72 აშშ დოლარი.

 

 

ავტორი: მაკა რუხაძე