ნარჩენებისგან მზის სათვალეს ამზადებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტაივანზე, გადამუშავებული ნარჩენებისგან მზის სათვალეებსა და სამშენებლო მასალებს ამზადებენ. ნედლეული ის ნაგავია, რომელიც გადასამუშავებლად არის დახარისხებული. ესენია ბოთლის სახურავები, კვების პროდუქტების შეფუთვები, ჭურჭელი და გადაყრილი სათამაშოები. საბოლოო პროდუქტს პრეს-მანქანის დახმარებით იღებენ, რომელიც ანაწევრებს ნაგავს და ფორმას აძლევს მზა პროდუქტს. ადგილობრივებისთვის მასტერ-კლასებს ატარებენ და თვალნათლივ აჩვენებენ, როგორ იცავს გარემოს ნაგვის გადამუშავება და რა სარგებელი მოაქვს ამ პროცესს. ტაივანის გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს, კუნძულზე რეკორდული რაოდენობის - თითქმის 12 მილიონი ტონა ნარჩენი აღირიცხა. მათგან ნახევარზე მეტი გადამუშავებადი ნაგავია, რომელიც შემდგომში აქსესუარებად, ტანსაცმლად და სახლებადაც კი გვევლინება.