ჩინელი სწავლულები აცხადებენ, რომ მსოფლიოში, ბავშვების მხედველობა სტაბილურად უარესდება და ყოველი სამი ბავშვიდან, ერთი - ახლომხედველია. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კვლევის ავტორებმა ექვსივე კონტინენტზე, 50 ქვეყანაში, 5 მილიონზე მეტი ბავშვის მონაცემები შეისწავლეს და დადგინეს, რომ 2050 წლისთვის, ახლომხედველობა ანუ მიოპია მოზარდების ნახევარზე მეტს შეეხება. დღესდღეობით, ახლომხედველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზიაში ფიქსირდება. მაგალითად, იაპონიაში, შორს მდებარე ობიექტების დანახვა უჭირს ბავშვების 85%-ს, სამხრეთ კორეაში - 7%-ს, ჩინეთსა და რუსეთში კი - 40%-ს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პარაგვაისა და უგანდაში გამოვლინდა - მხოლოდ 1%.
სპეციალისტების დაკვირვებით, სიტუაცია განსკუთრებით გაუარესდა კორონავირუსის დროს დაწესებული ლოქდაუნების გამო, როდესაც მილიონობით ბავშვს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სახლში მოუწია დარჩენა. მკვლევარები დაავადების გამომწვევ მიზეზებზეც საუბრობენ - დიდწილად, ის გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, თუმცა არანაკლებ როლს გარემოც თამაშობს. მაგალითად, აზიაში, ბავშვები სწავლას ადრეული ასაკიდან იწყებენ და მეტ დროს ატარებენ წიგნებთან და ეკრანებთან, რაც თვალის კუნთის დაძაბულობას იწვევს. ბრიტანელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახლომხედველობის განვითარების შანსების შესამცირებლად, ბავშვებმა 7-9 წლის ასაკში, სულ მცირე, ორი საათი მაინც უნდა გაატარონ გარეთ, მშობლებმა კი, ამ პერიოდში, მათი მხდდველობა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეამოწმონ.
ყოველი მესამე ბავშვი ახლომხედველია
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი