„ახლა ჩვენს ქვეყანაში ცირკულირებს ვირუსების 7-8 ტიპი...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი ახალ ვირუსებზე

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი სოციალურ ქსელში ახლა მოცირკულირე ვირუსების შესახებ მიმართვას აქვეყნებს : 

 

„ახლა მოცირკულირე ვირუსების შესახებ
მეხსიერებამ ამოაგდო კოვიდ- 19-ის დასაწყისში, 2020წლის მარტ- მაისში ჩემი და კლინიკის სხვა ექიმების მიერ მიცემული განმარტებები ახალ, მაშინ შეუცნობ ვირუსთან დაკავშირებით. ჩვენი გამოცდილი ინფექციონისტების მოსაზრებათა საფუძველზე, მაშინ ხაზს ვუსვამდით ორ გარემოებას:1.გარკვეული დროის შემდეგ, როცა კოვიდ-19 "მოივლიდა" კაცობრიობას და მასობრივი იმუნიტეტის ფაზა დადგებოდა, კოვიდ 19 გადაიქცეოდა "ჩვეულებრივ", ბუნებაში მუდმივად მოცირკულირე ვირუსად, ან გაქრებოდა დიდი ხნით. 2.გრიპის ვირუსები, განსაკუთრებით ე.წ. შიფტიანი გრიპის ვირუსები თავისი ვირულენტულობით, მომაკვდინებლობით, არც კოვიდ- პანდემიის დროს და არც მერე არაფრით არ არიან კოვიდზე ნაკლები- პირიქით, ზოგი ტალღის დროს ბევრად საშიშიცაა ადამიანისთვის (თუნდაც, ე.წ. "ესპანური გრიპი" გავიხსენოთ).
პანდემიიდან ორი წლის თავზე პირველი პუნქტი შესრულდა- კოვიდი ჩვეულებრივ ვირუსულ დაავადებად გადაიქცა და ახლა დადგა გრიპების პერიოდი... სწორედ ასე გავრცელებული გრიპებით შეწუხებული ადამიანების ხშირმა კითხვებმა განაპირობა ჩემი სტატუსი. ბევრგან წავიკითხე: "ამ გრიპმა რომ დამაგდო, იმის მეათედი არ უქნია კოვიდს!"... ახლა ჩვენს ქვეყანაში ცირკულირებს ვირუსების 7-8 ტიპი. მათ შორის გრიპის ვირუსები A/H1და A/H3 გასათვალისწინებელია, რომ ჯერ არ წამოსულა სეზონური B გრიპი, რომლის გამოჩენა წელს მაღალი ალბათობითაა მოსალოდნელია (თუმცა, არის გარკვეული შანსი, რომ წელსაც არც გამოჩნდეს).
რაც შეეხება გრიპის პროფილაქტიკას- ისეთივეა, როგორც ყველა ვირუსის, მათ შორის კოვიდ 19-ის შემთხვევაში. ინდივიდუალურ დაცვით საშუალებებთან ერთად, რა თქმა უნდა, აცრაც. ჯერ კიდევ არაა გვიან და ოთხკომპონენტიანში შედის B- გრიპის წინააღმდეგ დაცვაც. მკურნალობა ისეთივე- როგორც სულ იყო და ყველგან შეგიძლიათ ნახოთ. ერთადერთს გეტყვით მხოლოდ: პირველივე დღეებში, თუ არ გაგრძელდა გრიპი, ნუ დაიწყებთ ანტიბიოტიკებით!! აზრი არა აქვს. ანტიბიოტიკები დაიწყეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით- ისიც, როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, აჯობებს დაეკითხოთ მხოლოდ ინფექციონისტებს...“