• მთავარი

Sidebar

  • მთავარი

Magazine menu

  • Home
  • ვერსია
  • დედაქალაქი
  • ექსკლუზივი
  • საზოგადოება
  • კრიმინალი
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მეტი
    • ბეჭდური ვერსია
    • რედაქტორის რჩეული
Teline V Teline V Teline V Best News Template For Joomla
რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
27 October 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური განცხადება დღევანდელი აქციის შესახებ

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
27 October 2021

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
23 October 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
23 October 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

  • Home
  • ვერსია

    ვერსია

    • ანალიტიკა

    • პოლიტიკა

    • ეკონომიკა

    ვერსია - ახალი სტატიები

    • პოლიტიკა
      Details
      Mar 21 2023

      პრემიერ-მინისტრმა მარნეულში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

    • პოლიტიკა
      Details
      Mar 21 2023

      "ჩვენ ამ ყველაფერს ვუპირისპირებთ სიმართლეს და სიმართლეს ვერც ერთი ანგარიში ვერ აღუდგება წინ" - ირაკლი ღარიბაშვილი

    • პოლიტიკა
      Details
      Mar 21 2023

      "ჟურნალისტებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცეთ, როცა კითხვებს სვამთ, უნდა დაელოდოთ რესპონდენტის პასუხს და ამის შემდეგ დასვათ დამაზუსტებელი კითხვები" - პრემიერი

    • პოლიტიკა
      Details
      Mar 21 2023

      "დღითიდღე ვუყურებთ უფრო მეტ კონფრონტაციას, დაძაბულობას და ესკალაციას" - პრემიერი

    • პოლიტიკა
      Details
      Mar 21 2023

      "მინდა ყველას გისურვოთ წარმატება თქვენს პროფესიულ კარიერაში" - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს

    • პოლიტიკა
      Details
      Mar 21 2023

      "ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს, დღევანდელი დღე უკავშირდება მშვიდობას, კეთილდღეობას, სიხარულს, ყოველივე საუკეთესოს" - პრემიერი

    • პოლიტიკა
      Details
      Mar 21 2023

      "ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ან გვინდა რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში მსოფლიო პრაქტიკასთან და ტენდენციებთან" - პრემიერი

    • პოლიტიკა
      Details
      Mar 21 2023

      ვინ არის ქალი, რომელმაც დაღუპა პუტინი

    • პოლიტიკა
      Details
      Mar 21 2023

      ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

  • დედაქალაქი
  • ექსკლუზივი

    ექსკლუზივი

    • ჟურნალისტური გამოძიება

    • ინტერვიუ

    • ბლოგი

    • ექსკლუზიური ვერსია

    ექსკლუზივი - ახალი სტატიები

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Mar 05 2023

      როგორ კვდებიან ადამიანები ნარკოტიკებით, ისე რომ ნარკოტიკს არ იღებენ

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Mar 04 2023

      „ბავშვს 20 წუთი გული ჰქონდა გაჩერებული“ - რატომ ვერ იძიებენ ექიმების დანაშაულებს

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Feb 27 2023

      როგორ უნდა შეჩერდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვა - ინტერვიუ ვაჟა ოთარაშვილთან

    • ბლოგი
      Details
      Jan 23 2023

      ბლოგი ქალთა მიმართ ძალადობაზე, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

    • ბლოგი
      Details
      Dec 31 2022

      2022 - წელი, რომელმაც მსოფლიო ამოაყირავა

    • ინტერვიუ
      Details
      Dec 10 2022

      „აჩქარდა და შეცდა!“ - 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Dec 08 2022

      ხუთი წელი დათუნა სარალიძის მკვლელობიდან - ინტერვიუ ზაზა სარალიძის ადვოკატთან

    • ინტერვიუ
      Details
      Dec 06 2022

      „მარიხუანას მოხმარებაც ნარკომანიაა!“ -იკურნება თუ არა ნარკოდამოკიდებულება და რა სახის ნარკოტიკს მოიხმარენ საქართველოში - ინტერვიუ ნარკოლოგთან

    • ბლოგი
      Details
      Nov 10 2022

      სად შევიძინოთ სასურველი სამოსი სტამბოლში - ბლოგი მათთვის ვინც მოგზაურობას აპირებს

  • საზოგადოება

    საზოგადოება

    • ჯანდაცვა

    • განათლება

    • კულტურა

    საზოგადოება - ახალი სტატიები

    • საზოგადოება
      Details
      Mar 21 2023

      ამბროლაურის ქუჩის ძაღლები - როგორ შეუტია ცოფმა რაჭას?

    • საზოგადოება
      Details
      Mar 20 2023

      სამგორმა ზურაბ იარაჯულის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა

    • განათლება
      Details
      Mar 20 2023

      "პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად" - გიორგი ამილახვარი

    • განათლება
      Details
      Mar 20 2023

      "შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის" - გიორგი ამილახვარი

    • განათლება
      Details
      Mar 20 2023

      "დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან" - გიორგი ამილახვარი

    • განათლება
      Details
      Mar 20 2023

      ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

    • კულტურა
      Details
      Mar 20 2023

      უდიდეს მწერალსა და პოეტს, ოთარ ჭილაძეს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა

    • ჯანდაცვა
      Details
      Mar 18 2023

      18 მარტიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა

    • კულტურა
      Details
      Mar 17 2023

      17 მარტს მეფე-პოეტი გალაკტიონ ტაბიძე გარდაიცვალა - ნახეთ ვიდეოკადრები ოქროს ფონდიდან

  • კრიმინალი

    კრიმინალი

    • სასამართლო

    • პატიმრის დღიური

    • კრიმინალური ქრონიკა

    კრიმინალი - ახალი სტატიები

    • კრიმინალი
      Details
      Mar 20 2023

      პოლიციამ მაღაზია „დელფოსის“ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

    • კრიმინალი
      Details
      Mar 17 2023

      12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - შემზარავი ამბის ახალი დეტალები

    • კრიმინალი
      Details
      Mar 16 2023

      ვინ და რატომ დაჭრა პრეზიდენტის დეიდაშვილი

    • კრიმინალი
      Details
      Mar 15 2023

      ვინ არიან ცოლ-ქმარი, რომლებიც თბილისში ბავშვებს იპარავენ

    • კრიმინალი
      Details
      Mar 14 2023

      პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დახევისა და დაწვისთვის შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

    • კრიმინალი
      Details
      Mar 13 2023

      ვინ არის თაღლითი, რომლის მსხვერპლნიც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და ლექტორები გახდნენ

    • კრიმინალი
      Details
      Mar 10 2023

      დათო ქაცარავას ცოლ-შვილს თავს დაესხნენ და მანქანა დაულეწეს

    • კრიმინალი
      Details
      Mar 10 2023

      როგორ გახდა ფსიქოლოგი მკვლელი

    • კრიმინალი
      Details
      Mar 09 2023

      შსს ავრცელებს კადრებს, სადაც აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებები ჩანს

  • სპორტი

    სპორტი

    • ფეხბურთი

    • კალათბურთი

    • რაგბი

    • სუმო

    • ჭიდაობა

    • სპორტი

    სპორტი - ახალი სტატიები

    • სპორტი
      Details
      Mar 15 2023

      თავი სიზმარში მგონია - კვარაცხელია NYTimes-ს

    • სპორტი
      Details
      Mar 15 2023

      "ის ფეხბურთის ლეგენდაა" - კვარაცხელიამ გუტის მაისურის მიღებისას ემოციები ვერ დამალა

    • სპორტი
      Details
      Mar 15 2023

      საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთი დაამარცხა

    • სპორტი
      Details
      Mar 11 2023

      ხვიჩა კვარაცხელიას მე-11 გოლი სერია A-ში!

    • სპორტი
      Details
      Mar 06 2023

      ისლანდიამ მარცხი უფულობას დააბრალა

    • სპორტი
      Details
      Mar 06 2023

      მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ ითამაშებს

    • სპორტი
      Details
      Mar 06 2023

      კვარაცხელიას თამაშის ნაცვლად, ექსკურსია ციხეში

    • სპორტი
      Details
      Mar 05 2023

      საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ფინალში ითამაშებს

    • სპორტი
      Details
      Mar 04 2023

      მამუკელაშვილი პოპოვიჩთან - ქართველი კალათბურთელი „სან ანტონიოში“ ითამაშებს

  • მსოფლიო

    მსოფლიო

    • მსოფლიო პოლიტიკა

    • სამედიცინო სიახლეები

    • გართობა

    • Uncategorised

    მსოფლიო - ახალი სტატიები

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Mar 21 2023

      საფრანგეთის პარლამენტმა მთავრობის მიმართ უნდობლობის ვოტუმს მხარი არ დაუჭირა

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Mar 07 2023

      ავღანეთში უნივერსიტეტები გაიხსნა - ქალებს სწავლა კვლავ ეკრძალებათ

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Mar 04 2023

      პანდემიასთან დაკავშირებული მაქინაციების გამოსაძიებლად, ბაიდენი კონგრესს $1.6 მილიარდის გამოყოფას სთხოვს

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Mar 04 2023

      იტალიაში გარდაიცვალა ჟურნალისტი, რომელმაც "ექიმი ჟივაგოს" ხელნაწერი საბჭოთა კავშირიდან გაიტანა

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Mar 04 2023

      პუტინი კრემლში შეხვდა რამზან კადიროვის 17 წლის ვაჟს

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Jan 28 2023

      ჩეხეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი ედება აშშ-ში ირანული წარმოშობის ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Jan 28 2023

      ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით გენერალი პეტრ პაველი ლიდერობს

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Jan 16 2023

      უკრაინის პრეზიდენტი რუსებს მიმართავს

    • სამედიცინო სიახლეები
      Details
      Nov 29 2022

      „ახლა ჩვენს ქვეყანაში ცირკულირებს ვირუსების 7-8 ტიპი...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი ახალ ვირუსებზე

  • მეტი
    • ბეჭდური ვერსია
    • რედაქტორის რჩეული
  1. You are here:  

დედაქალაქი

თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს, რობერტო გუალტიერის შეხვდა

Details
ვერსია
დედაქალაქი
07 December 2022
თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს, რობერტო გუალტიერის შეხვდა. შეხვედრა რომში, კახა კალაძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
 
"დღეს რომის მერს, რობერტო გუალტიერის შევხვდი. შეხვედრაზე ორი ქვეყნის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე, საქართველოს ევროპულ არჩევანზე ვისაუბრეთ. გარდა ამისა, საუბარი შეეხო თბილისსა და რომს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის. როგორც იცით, ჩემთვის იტალია მეორე სამშობლოა. თუ რამე წარმატება გამაჩნია, ეს დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან და ამ ხალხთან. ძალიან ვუფრთხილდები ამ სიყვარულს და ურთიერთობას. მოხარული ვარ, რომ დღეს გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმიც. აღსანიშნავია, რომ რობერტო გუალტიერიმ კიდევ ერთხელ გამოხატა იტალიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი. რაც შეეხება მემორანდუმს, ის მოიცავს ურბანული განვითარების, გარემოს დაცვის, კულტურის, ინკლუზიისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. მიხარია, რომ იტალიასთან ურთიერთობები ღრმავდება და კიდევ უფრო საინტერესო ხდება. წელს აღვნიშნავთ იტალიასთან დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს, თუმცა, მგონია, რომ ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მოგვცემს. ამ მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით შევძლებთ თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, გავიზიარებთ იმ დიდ გამოცდილებას, რომელიც რომს გააჩნია და საუკეთესო მაგალითებით იქნება განხორციელებული სხვადასხვა პროექტი ჩვენს დედაქალაქში.
ამ ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გავეცანით ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც რომში ხორციელდება. ეს არის მეტროსადგურის ახალი ხაზის მშენებლობა, სადაც 30 სადგური აშენდება. რამდენიმე მილიარდი ევრო ჯდება ამ პროექტის განხორციელება. 2006 წელს დაიწყო და მომდევნო 2 წლის განმავლობაში იქნება დასრულებული." - კახა კალაძე
 
"მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ თბილისის ოფიციალურ დელეგაციას კახა კალაძის ხელმძღვანელობით. ეს არის კიდევ ერთი დასტური მეგობრული ურთიერთობებისა ჩვენს ქალაქებსა და ხალხს შორის. დღეიდან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა გვეძლევა. მემორანდუმის გაფორმება კარგი საფუძველია იმ საკითხებში თანამშრომლობის, რაც საერთოა ჩვენთვის, ვგულისხმობ კულტურას გარემოს დაცვას, ურბანული თემებს. ჩვენ ძველი და დიდი ტრადიციების მატარებელ ქალაქებს წარმოვადგენთ, რომლებიც საუკუნეებს ითვლის და მოხარული ვარ, რომ გვიწევს ამ ურთიერთობების გაღრმავება," - განაცხადა რომის მერმა, რობერტო გუალტიერიმ.
 
რომის მერიაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე დაესწრნენ.

“წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს”-„გრინსერვის +”-ის დირექტორი „ვაკის პარკის საქმეზე"

Details
ვერსია
დედაქალაქი
15 October 2022

„ვაკის პარკის საქმეზე" „გრინსერვის +”-ის დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის გამოკითხვა დასრულდა. ისინი დაახლოებით 26 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში.

გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს უთხრა: „ძალიან არ მინდა, მაგრამ ერთადერთ რაღაცას ვიტყვი, წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს".

როგორც ფურცხვანიძე ამბობს, შადრევანი ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში მუშაობდა და ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

„სხვას მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღეს მუშაობდნენ, 3 საათი მუშაობდნენ აუზში, ჩართულ აუზში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ, მეტსაც გეტყვით სამჯერ ჩახტა ძაღლი, ამის კადრებიც არსებობს და არანაირი... ჩვენ ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა იქ არ აღმოგვიჩენია... ძალიან ბევრი დამთხვევაა და ასე არ ხდება“, - თქვა ლაშა ფურცხვანიძემ.

„გრინსერვის +”-ის დირექტორის მტკიცებით, სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული.

„პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ. სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს, ეს ნახეს უკვე პოლიციაშიც და შემდეგ უკვე გამოძიება დაადგენს. შემოწმებული იყო სანამ ჩამოვიდოდა ეს აპარატურა საქართველოში, ამის ტესტირების რეპორტები არსებობს და დევს ესეც პოლიციაში“, - აღნიშნა ფურცხვანიძემ.

დედაქალაქის მერი ოჯახთან და უცხოელ კოლეგებთან ერთად, „თბილისობის“ ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო

Details
ვერსია
დედაქალაქი
01 October 2022

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკში „თბილისობა 2022“-სადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო.

თბილისის მერმა მოედანზე განთავსებული პავილიონები პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, ბაქოს მერის ელდარ აზიზოვის, ზაარბრიუკენის მერის უვე კონრატის და დოჰას მერის მანსურ აჯრან ალ-ბუაინაინის თანხლებით დაათვალიერა და დედაქალაქის მოსახლეობას „თბილისობის“ დღესასწაული მიულოცა.

„ორწლიანი პაუზის შემდეგ, სახალხო დღესასწაულს - „თბილისობას“ აღვნიშნავთ. ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანია გამოსული, აღნიშნავენ და ერთობიან. ყველანაირი პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ეს ორი დღე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის საინტერესო იყოს. გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, სადაც ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ხვალ კი გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია. მინდა, ყველას მოვულოცო დღევანდელი დღე და ყოველდღიურ ცხოვრებაში სიხარული, ბედნიერება, წარმატებები ვუსურვო. დედაქალაქის მერია ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დღესასწაული, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, წარმატებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია ძველი თბილისის სტილშია მოწყობილი. პროექტის დეკორირებისას გამოყენებულია ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნებისა და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის სახით. ტერიტორიაზე წარმოდგენილია ე.წ. თბილისური უბანი, სადაც თეატრალიზებული კოსტიუმირებული პერფორმანსი იმართება. გარდა ამისა, ორბელიანის მოედანზე განთავსებულია თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები, ინსტალაციები, სამეწარმეო და კვების ზონები.

რაც შეეხება რიყის პარკს, ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ინსტალაცია იქნება წარმოდგენილი და გაიმართება ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება. ასევე, მოეწყობა გამოფენები, საბავშვო კონცერტები და სპორტული აქტივობები, სამეწარმეო ბაზრობა, ტკბილეულის ფესტივალი და სხვა.

საზეიმო ღონისძიებები, ორბელიანის მოედნისა და რიყის პარკის გარდა, ლეღვთახევში, ასევე, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე მიმდინარეობს.

ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებებს მერის მოადგილეები ანდრია ბასილაია და კახა გულედანი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

თბილისში ოთხოთახიანი ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო

Details
ვერსია
დედაქალაქი
01 November 2022

თბილისში ოთხოთახიანი ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება  დაიწყო

 დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ თბილისში განსახლების მსურველი ოთხოთახიანი ბინის კანდიდატი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.

განაცხადის შევსება თბილისში, 2013 წლის 1 ივნისამდე,  რეგისტრირებულ 7-8 სულიან დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადის გაკეთება,  30 ნოემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. განაცხადები ასევე მიიღება  სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:

  • თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
  • გორი, სამების ქუჩა N1;
  • რუსთავი, კოსტავას ქ.N20;
  • ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
  • ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

 

 

 

ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა

Details
ვერსია
დედაქალაქი
13 October 2022

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა. კასკადის კონსტრუქცია იმავე მასალითა და ვიზუალით განახლდა, რაც ისტორიულად არსებობდა.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაკის პარკის აღდგენის პროექტი გასულ წელს დავიწყეთ. გვინდა, რომ ეს რეკრეაციული სივრცე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქისთვის, მთლიანად მოწესრიგდეს. სამუშაოების პირველ ეტაპზე, გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, მოეწყო დასასვენებელი სივრცეები და საბავშვო ატრაქციონები. პარკს დაემატა ახალი ზონები, რომლებიც ასევე მოწესრიგდა. სამუშაოების მეორე ეტაპი იყო მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია, რომელიც დასრულდა და ულამაზესი გამოვიდა. ძალიან მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებს, რომ ვაკის პარკი იბრუნებს თავის სილამაზეს და ცოცხლდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები მთლიანად დასრულდება და ძირითადი კასკადის რეაბილატიაც მოხდება, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თავშეყრის, დასვენებისა და განტვირთვისთვის. გარდა ამისა, რადგან ამ სივრცით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვებისთვის სპეციალური ზონა დავამატოთ, სადაც დამატებით ახალი ატრაქციონები მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა. დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაობის ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.

კახა კალაძესთან ერთად, ვაკის პარკში თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

"მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორია კერძო საკუთრებაა, მაგრამ მუნიციპალიტეტი დაიბრუნებს" - კახა კალაძე

Details
ვერსია
დედაქალაქი
28 September 2022

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორია კერძო საკუთრებაა, მაგრამ მუნიციპალიტეტი დაიბრუნებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორიელება აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით იგეგმება.

„მეტროში გვაქვს გარკვეული პრობლემები, მით უფრო, პიკის საათში. ეს არის განსაკუთრებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ჩასასვლელთან, როდესაც მოქალაქეების დიდი რაიდენობა მიდის და არსებული შესასვლელი მათ ვერ ატარებს. მეტროს გადაყვანის, ბაქნიდან მგზავრების აყვანის თვალსაზრისით, არავითარი პრობლემა არ აქვს. შესასვლელთან გვაქვს ეს დისკომფორტი და ამასაც მივხედავთ, მოვაწესრიგებთ. კომუნისტების დროს იყო დაპროექტებული მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი. ამაზეც აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან და გვინდა ამ პროექტის განხორციელება. მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეს მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელია, გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიას დაიბრუნებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

"მერია დაგვთანხმდა დაფინანსებაზე, ოთარ რამიშვილის სახელობის სკვერში 29 ოქტომბერს კონცერტი გაიმართება" - მიხეილ რამიშვილი

Details
რუსა ხავთასი
დედაქალაქი
28 October 2022

თათია გოჩაძე

ცნობილი მომღერლის, ოთარ რამიშვილის შვილი, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ წერდა, რომ კონცერტის ჩატარებას მამის დღეზე გეგმავდა, თუმცა თარიღი შეიცვალა და დაგეგმილი ღონისძიება ხვალ გაიმართება. 

„29 ოქტომბერს 14:00 საათზე, საბურთალოზე, ოთარ რამიშვილის სახელობის სკვერში, ჩატარდება პატარა კონცერტი, სადაც შესრულდება მის მიერ შექმნილი ძველი და ახალი სიმღერები. დასწრება თავისუფალია.
მის: საირმის ქუჩის
# 11-12 შორის მდებარე სკვერი.“- წერს Facebook-ში მიშიკო რამიშვილი 

 

„ვერსია“ მიხეილ რამიშვილს რამდენიმე დღით ადრე დაუკავშირდა და კონცერტის შესახებ ესაუბრა:

„ინტერვიუს სამძიმრით დავიწყებ. ძალიან ვწუხვარ გუშინ თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ ოჯახს. უდიდესი ტრაგედიაა და უპასუხისმგებლობაა ბევრი ადამიანის, რომელთაც სამართლის წინაშე პასუხი უნდა აგონ.

რაც შეეხება ჩემს სოციალურ ქსელში დაწერილ განცხადებას... საკრებულოს გადაწყვეტილებით, საბურთალოზე მიცკევიჩის ქუჩიდან საირმეზე ასასვლელი ქუჩა და იქვე სკვერი ოთარ რამიშვილის სახელობის გახდა. იყო შეთავაზებები, რომ ეს ქუჩა გალამაზებულიყო, მაგრამ როგორც ყოველთვის, ლოდინის რეჟიმში აღმოვჩნდი...

დაახლოებით ერთი თვის წინ დამიკავშირდა ჩემი ახლიბელი და მითხრა, რომ ლევან მშვილდაძეს, რომელიც მამაჩემის ნამოწაფარი იყო და რომელმაც ზაქარიაძის ქუჩა გაამწვანა და გაალამაზა, სურდა, 24 ოქტომბერს მამაჩემის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაემართა კონცერტი. ამ ადამიანმა თავის ხელით, მეგობრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ოთარის სახელობის ქუჩაზე სკამები გააკეთა, სადაც სკამების საზურგეებზე მამაჩემის ციტატები წერია. ლევანმა შეძლებისდაგვარად გაამწვანა ეს ქუჩა და გეგმავს, რომ ციტატების გარდა, ოთარის ლექსებიდან ამონარიდების ეწეროს, რადგან ახალგაზრდები რომ მივლენ, ლექსებს წაიკითხავენ და შარმი და სიმშვიდე იგრძნობოდეს მამაჩემის სახელობის ქუჩაზე და სკვერში.

მოკლედ, ღია ცის ქვეშ ოთარ რამიშვილის სახელობის პატარა მუზეუმის გაკეთება გვინდა. იდეის მიხედვით, 24 ოქტომბერს კონცერტზე მონაწილეობას მიიღებს ყველა, ვინც იცნობს ოთარ რამიშვილის შემოქმედებას და წარმატებით ასრულებს მამაჩემის სიმღერებს. ამისთვის საჭიროება დადგა სცენისა და იმ მინიმალური პირობების შექმნისა, რაც პატარა კონცერტისთვის არის საჭირო. ეს არ იქნება ფასიანი კონცერტი, დასწრება იქნება თავისუფალი, რაც მცირე ბიუჯეტს ითვალისწინებს, თუმცა განცხადება რომ დავწერეთ, მუნიციპალიტეტისგან მივიღეთ უარი. აგვიხსნეს, რომ თბილისობის გამო, ბიუჯეტში საკმარისი თანხა აღარ იყო.

ამის შემდეგ დავწერე კრიტიკული პოსტი, რადგან გამიკვირდა, როგორ არ მოიძებნებოდა მინიმალური თანხა ამ იდეისთვის. ეტყობა, შემდეგ მაინც გამოიძებნა ეს თანხა, დაუკავშირდნენ ლევანს და შეპირდნენ აბსოლუტურად ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც ამ კონცერტის გამართვას სჭირდება ანუ ქალაქის მერიამ თანხმობა განაცხადა ამ კონცერტის დაფინანსებაზე.

კონცერტის გამართვას 24 ოქტომბერს ვაპირებთ. მამა 88 წლის გახდებოდა... ზოგადად, იდეა გვაქვს, რომ ყოველ შაბათ-კვირას, ასეთ სკვერებში პატარა-პატარა კონცერტები გავმართოთ ჩვენივე ძალით, რათა ადამიანებს კომუნიკაცია ჰქონდეთ ერთმანეთთან და ურთიერთობები გაჯანსაღდეს, რაც ყოველთვის იყო დედაქალაქში. მახსოვს, ქუჩაში სიმღერ-სიმღერით რომ მივდიოდით, ფანჯრები იღებოდა და სახლებში გვპატიჟებდნენ. ასეთი შარმი მინდა, დაუბრუნდეს თბილისს და ამისთვის მხარდაჭერაა საჭირო, რადგან მართლა გვინდა, რომ სიცოხლით სავსე ქალაქში ვცხოვრობდეთ. იმედი მაქვს, ამ ინიციატივაზეც დაგვიჭერენ მხარს."

თბილისის მერია რამდენიმე მეტროსადგურში შშმ პირთა ადაპტაციის პროექტს განახორციელებს

Details
ვერსია
დედაქალაქი
05 October 2022

საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, მეტროს სისტემაში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, შშმ პირებისთვისშერჩეული სადგურების სრული მექანიზაცია-აღჭურვა იგეგმება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კვლევის ფარგლებში, მეტროსადგურებში გარკვეული რეფორმები უკვე განხორციელდა.

„ქალაქების განვითარების ინიციატივა აზიისთვის“ (CDIA) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ჩართულობით, ჩავატარეთ წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ინვესტიციების გაგრძელება თბილისის მეტროს სისტემაში. პირველ რიგში, ჩვენ უსაფრთხოების მიმართულებამოვაწესრიგეთ. დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელები მთლიანად განახლდა, შეიცვალა. ასევე, მოწესრიგდა მეტროს გამნიავებელი სისტემები – ახალი აგრეგატები დაყენდა,თუმცა, რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რადგან მეტროს განახლება ბევრი მიმართულებით სჭირდება. პროექტის ძირითადი მიზანია, ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მიმზიდველობის ზრდა, მათ შორის, ეს გულისხმობს მეტროპოლიტენის გარკვეული სადგურების ადაპტაციას შშმ პირთა მოთხოვნილებებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ასევე, ითვალისწინებს ისახავს მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 11 მეტროსადგურის გარშემო.

„პროექტის ფარგლებში, დაიწყება სამუშაოები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის დასასრულებლად. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ჩვენ ამას მომზადებული უნდა შევხვდეთ. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 11 მეტროსადგურის გარშემო, ასევე, შერჩეული სადგურების სრულ მექანიზაცია-აღჭურვას შშმ პირებისთვის. პროექტის საერთო ღირებულება 25 მილიონ აშშ დოლარი იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთანავე, „თბილისის მეტროს სადგურების განახლების“ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რაც 11 მეტროსადგურისა და ბაქნების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს.

დედაქალაქის მერის თქმით, ქართული კომპანიები აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ და ტენდერების გამოცხადება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდება.

„პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან ერთად (EBRD) პროექტზე -„თბილისის მეტროს სადგურების განახლება“, რომელიც მიზნად ისახავს 11 სადგურისა და ბაქნების სრულ რეაბილიტაციას, მათ შორის, ესკალატორების განახლებას თანამედროვე მოდელებით. მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის ჩვენ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გვაქვს გარკვეული პრობლემები. ქართული კომპანიები ამ სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შემდეგ. შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით, ტენდერები გამოცხადდება 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე. უცხოურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, მასში მონაწილეობა მიიღონ. აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 44 მილიონ ევროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეტროს რეფორმის შემადგენელ ამ და სხვა პროექტთან დაკავშირებით, დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან აქტიური მუშაობა გრძელდება.

რას გეგმავს მერია „თბილისობაზე“- ღონისძიების სრული ჩამონათვალი

Details
ვერსია
დედაქალაქი
28 September 2022

თბილისის მერიამ დედაქალაქის მთავარი დღესასწაულის პროგრამა გამოაქვეყნა. მერიის ინფორმაციით, „თბილისობა 2022“ 1-ელ და 2 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება.

რიყის პარკი

1-ლი და 2 ოქტომბერი

11:00 – 22:00 საათი

ინსტალაციები: სცენის დეკორაცია, კინოჩვენება, აფიშების გამოფენა, ლოგო „თბილისობა 2022“, ფერადი ინსტალაცია და გიგანტური თამაშები;

გამოფენები;

კაფე ქიმერიონი;

საბავშვო კონცერტები, აქტივობები და ატრაქციონები;

სამეწარმეო ბაზრობა;

გასტრონომიული ზონა;

ტკბილეულის ფესტივალი;

სპორტული აქტივობები;

ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება (ვერის უბნის მელოდიები (1973), თოჯინები იცინიან (1963), გრძელი ნათელი დღეები (2013), ბროწეულის ფერი (1968), ფიროსმანი (1969), აღნიშნული ფილმები ორი დღის განმავლობაში იტრიალებს ეკრანზე).

2 ოქტომბერი

19:00 საათი – „გუფი ლენდის“ კონცერტი

ლეღვთახევი

 

1-ელი და 2 ოქტომბერი

11:00 – 20:00 საათი

თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი თემატური ინსტალაციები;

მსახიობების მიერ შესრულებული სხვადასხვა პერფორმანსები და ძველი თბილისის რეკონსტრუქცია;

დეკორაციებით გაფორმებული ხეობა და წყალში მოტივტივე ყვავილების თაიგულები;

წყლის წისქვილი, სანათები და მრავალფეროვანი ინსტალაციები.

 

• ორბელიანის მოედანი

1-ელი და 2 ოქტომბერი

11:00 – 22:00 საათი

ინსტალაციები;

თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;

სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“;

თბილისური უბანი ათონელზე - (ორი დღის განმავლობაში, ტერიტორია მოეწყობა ძველი თბილისის სტილში, საუკეთესო ტრადიციების გაცოცხლების გზით. პროექტის დეკორირებისას გამოყენებული იქნება თბილისისთვის ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნების და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის გამოყენებით. ორბელიანების სასახლის წინ ტერიტორიაზე წარმოდგენილი ე.წ. თბილისური უბანი. პავილიონის წინ ორი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალიზებულ კოსტიუმირებული პერფორმანსი;

საბავშვო-გასართობი დღის კონცერტები;

საჯარო დისკუსიები და საუბრები თბილისურ ეზოებში;

სამეწარმეო და კვების ზონები.

19:00 – 22:00 საათი

მუსიკალური საღამოები - ქართველი შემსრულებლების, ბენდების და ორკესტრის მონაწილეობით.

 

• გუდიაშვილის მოედანი

11:00 – 22:00 საათი

ინსტალაციები (მთაწმინდის მთვარე, დიდი გაზეთი, „ვერის უბნის მელოდიები“, ინსტალაცია საპატიო თბილისელები);

დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები:

ღია კინოთეატრი;

„თბილისური კაფე“;

19:00 – 22:00 საათი

სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოები.

 

• გალაკონცერტი

პირველი ოქტომბერი, 19:30 საათი, ევროპის მოედანი

მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა „უჩინმაჩინის ქუდი“ - გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით.

ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, სადაც „უჩინმაჩინის ქუდი“ ერთგვარი „დროის მანქანაა“, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიის და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, თბილისის ისტორიაში გვამოგზაურებს მე-19 საუკუნიდან დღემდე.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

 

• სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

20:00 საათი

თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და მიღება

ინსტალაციები: დეკორატიული ლოგო თბილისობა, სცენის დეკორაცია.

„თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია 2 ოქტომბერს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც თეატრალიზებული წარმოდგენის სახე ექნება, სხვადასხვა მელოდიისა და მუსიკის თანხლებით, ფერადი გრაფიკით შექმნილია ვიდეოარტი და წარმოჩენილია თბილისელების, მნიშვნელოვანი და საამაყო ადამიანების პორტრეტები, ბევრი უმნიშვნელოვანესი სახელი და სახე ქართული მეცნიერებისა და კულტურის, რაც დამსახურებულად გამოყოფს ამ საპატიო წოდების დიდ მნიშვნელობას, ადამიანების, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს თბილისის ისტორიაზე, განავითარეს და თავიანთი შემოქმედებით შექმნეს თბილისელი თაობების ეპოქა“, - აღნიშნულია თბილისის მერიის ვებგვერდზე.

"არ ვიცი, ვინ გახდები მომავალში, მაგრამ შენ უკვე ხარ ადამიანი, ვინც გაჭირვებაში არ ტოვებს მეგობარს" - კახა კალაძე ანდრია ლორთქიფანიძეს

Details
ვერსია
დედაქალაქი
21 October 2022

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული კიდევ ერთი მოზარდი, ანდრია ლორთქიფანიძე მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, კახა კალაძემ მშობლებისგან მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„შენ ახლა გაქვს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, იყო კარგი მოსწავლე და წარმატებული ადამიანი. მე არ ვიცი, ვინ გახდები მომავალში, მაგრამ შენ უკვე ხარ ის, ვინც გაჭირვებაში არ ტოვებს მეგობარს“, – უთხრა თბილისის მერმა ანდრია ლორთქიფანიძეს.

მოზარდის დედის, ნინო ჩემიას თქმით, პირველადი დახმარება მის შვილს უცნობმა გამვლელმა გაუწია, ვისიც მადლიერია.

მერიის ინფორმაციით, მოზარდის დედამ ასევე გამოხატა მადლიერება შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლის, დევი მეზურნიშვილის მიმართ, რომელმაც მოზარდები გადაარჩინა.

„როგორც შემდეგ გავიგე, ჩემს შვილს პირველადი გადაუდებელი დახმარება გაუწია გამვლელმა, რომლის ვინაობაც დღემდე არ ვიცით. ძალიან მინდა, გავიცნო ეს ადამიანი და მადლობა გადავუხადო. უდიდესი მადლობა დევი მეზურნიშვილს, მან შვილი გადამირჩინა“, – აღნიშნა ნინო ჩემიამ.

„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართა

Details
ვერსია
დედაქალაქი
01 October 2022

„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით, მუსიკალური წარმოდგენის - „უჩინმაჩინის ქუდი“ პრემიერა შედგა. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, მე-19 საუკუნიდან დღემდე, თბილისის ისტორიაში მოგზაურობას გულისხმობს.

გალა-კონცერტში საშემსრულებლო ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები, მოცეკვავეები და ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობდნენ.

სხვადასხვა ღონისძიება რამდენიმე ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დედაქალაქის მთავარი დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხვალაც გაიმართება, რომლის ფარგლებში, თბილისის 2022 წლის საპატიო მოქალაქეებიც დაჯილდოვდებიან.

9 აგვისტოს 00:00 საათიდან ავლაბრის მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება

Details
ვერსია
დედაქალაქი
08 August 2022

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 აგვისტოს 00:00 საათიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.

კერძოდ, ტრანსპორტი ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით, მხოლოდ ირბახის ქუჩის გავლით იმოძრავებს; წურწუმიას ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება, ირბახის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის აღმართის მიმართულებით; მესხიშვილის ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ არმაზის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის აღმართისა და ირბახის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირზე, თელავის ქუჩის კვეთიდან ავლაბრის მოედნამდე, ხოლო თელავისა და ბოჭორმის ქუჩების კვეთიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება თელავის, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების გავლით.

აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N393 იმოძრავებენ კაჩინსკის ქუჩის გადაკვეთამდე, ხოლო ავტობუსი N337 კაჩინსკის ქუჩას გაივლის ბოლომდე. ავტობუსები მოძრაობას განაგრძობენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგაც, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ევროპის მოედანს, კვლავ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით, მგზავრებს ბარათაშვილის ქუჩაზე მიიყვანენ. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ გორგასალის ქუჩისკენ და 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით, კაჩინსკის ქუჩას და ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან. შემდეგ ავტობუსები იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსები: N462, N472, N528, N534, N540 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ, შემდეგ, ზურაბაშვილის, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბართან“ მოხვდებიან და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ. უკუმიმართულებისას, ავლაბრის მოედნიდან მოძრაობას წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების მიმართულებით შეძლებენ, საიდანაც ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და ისნის მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ

Page 4 of 9
  • Start
  • Prev
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • Next
  • End
Teline V Teline V Best News Template For Joomla
 
 
 

top.ge