ტრაგედია სამხატვრო აკადემიაში – სტუდენტთა მიღების ღონისძიებაზე გოგო აივნიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, უნივერსიტეტში მიღების ღონისძიება – ე.წ welcome party მიმდინარეობდა. 14 წლის გოგონა მეათე სართულიდან გადმოვარდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
„ეზოში ვისხედით. აკადემიაში welocome party გვქონდა, მიღებაზე უამრავი სტუდენტი იმყოფებოდა. დაახლოებით, საღამოს 7 საათისკენ, აკადემიის ერთ-ერთი კოსპუსის ნაწილში ხმაური ატყდა, საშინელი ხმა გავიგეთ… ხალხი მალევე შეიკრიბა, როგორც აღმოჩნდა, შენობის აივნიდან გოგო გადმოვარდა…
იქვე ითქვა, რომ შესაძლოა თანმხლები სტუმარი და არა აკადემიის სტუდენტი იყო, ალბათ 16 წლამდე… სასწრაფო სამედიცინო დახმარება მალევე მოვიდა, გოგო ცოცხალი იყო, პულსი ჯერ კიდევ ესინჯებოდა, თუმცა კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა. ისეთი უცებ მოხდა, ყველანი შოკში ვიყავით“. –ამბობს აკადემიის ერთ-ერთი სტუდენტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ტრაგედია სამხატვრო აკადემიაში - გოგო აივნიდან გადმოვარდა და დაიღუპა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი