პლატინის იდეა - მოედანზე 10 ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, 2007-დან 2015 წლამდე უეფას პრეზიდენტი, მიშელ პლატინი საინტერესო იდეით გამოვიდა. მისი აზრით, მოედანზე, ერთი გუნდის შემადგენლობაში 11 ფეხბურთელი ბევრია და ათიც საკმარისი იქნება. ფრანგმა საკუთარი მოსაზრება საინტერესოდ ახსნა.

„საუკუნეზე მეტია, გუნდების სასტარტო შემადგენლობა 11 ფეხბურთელისგან შედგება. თუმცა, ადრე, ფეხბურთელები ნაკლებად და ნელა დარბოდნენ, ისინი ფიზიკურად გაცილებით სუსტები იყვნენ, ვიდრე დღეს. შეხედეთ ახლანდელ მოთამაშეებს, ყველა ათლეტია და ამიტომ, ვფიქრობ, თითო გუნდში 10 კაცი, მეტ სივრცეებს გააჩენს და თამაშს უფრო სანახაობრივს გახდის“, - განაცხადა პლატინიმ და არ არის გამორიცხული, ამ იდეის განხილვა უკვე ახალი წლის შემდეგ დაიწყოს.