მაიდოვი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, რიგში ლაშა ბექაურია?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, -90 კგ. კატეგორიაში მოასპარეზე სერბი ძიუდოისტი, ნემანია მაიდოვი ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. საქმე ის გახლავთ, რომ მან ბრძოლის დაწყების წინ, პირჯვარი გადაიწერა, რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წესდების მესამე მუხლით იკრძალება ანუ სპორტსმენმა არანაირი რელიგიური გრძნობები არ უნდა გამოამჟღავნოს.

„15 დღის წინ შემატყობინეს, რომ რელიგიური კოდექსის დარღვევის გამო, ნახევარი წლით, ყველა საერთაშორისო ტურნირზე გმოსვლა ამეკრძალა. მიზეზი ისაა, რომ პარიზის ოლიმპიადაზე, ბრძოლის დაწყების წინ, პირჯვარი გადავიწერე. მითხრეს, რომ ბოდიში უნდა მოვიხადო, რასაც არასოდეს ვიზამ. ვაღიარებ, არ ვიცოდი, რომ ამის გამო სასჯელი მემუქრებოდა, მაგრამ რომც მცოდნოდა, პირჯვარს მაინც გადავიწერდი, რადგან რაც მაქვს, ყველაფერი ღმერთმა მომცა, ის ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე წინაა და ეს არასოდეს შეიცვლება“, - განაცხადა მაიდოვმა.

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბრძოლის დაწყების წინ, პირჯვარს ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაურიც იწერს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, დასჯის თუ არა ქართველ ძიუდოისტს საერთაშორისო ფედერაცია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე