რომელი ვირუსებია გავრცელებული საქართველოში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ამ დროისთვის, რა ვირუსია გავრცელებული საქართველოში?

ამჟამად, საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, ახალი კორონავირუსი და რინოვირუსი. ჯერჯერობით ახალი კორონავირუსი აგრესიული მიმდინარეობით არ გამოირჩევა.

აღნიშნული ვირუსები, გაციების მსგავსი კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობს, ისინი ძირითადად განაპირობებენ მსუბუქი, ან საშუალო მიმდინარეობის მწვავე რესპირაციულ ინფექციებს.

ამჟამად, საქართველოში ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, რინოვირუსი, ახალი კორონავირუსი, რომლითაც არის გამოწვეული შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი, შემდეგ არის ადენოვირუსი და პარაგრიპი, რომლის ცოტა შემთხვევაა დადასტურებული. ჯერ ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ არის დადასტურებული. ეს ვირუსები, ძირითადად განაპირობებენ მსუბუქი, ან საშუალო მიმდინარეობის მწვავე რესპირაციულ ინფექციებს. გაციების მსგავსი კლინიკური ნიშნები მიმდინარეობს. ეს შეიძლება იყოს ბრონქიტი, იშვიათია ფილტვის ანთება, როგორც გართულება. ახლა, ვინმეს თუ სჭირდება დახმარება, ძირითადად მიმართულია პირველადი ჯანდაცვის რგოლისკენ. მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, ისინი არიან ჩართულები მდგომარეობის მართვაში. როდესაც გრიპი გამოჩნდება და მოიმატებს შემთხვევები, აქცენტი გადავა სტაციონარულ რგოლზე. ამ დროს, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ხშირია. ჯერ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა შეესაბამება ოქტომბრის თვეში არსებულ ვითარებას, არ არის განსაკუთრებული მატება. უფრო მეტიც, ვირუსული ინფექციების ის სიხშირე, რომელიც ახლა გვაქვს ქვეყანაში, შედარებით ნაკლებია წინა წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით. წინა წელს უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე ახლა არის. კორონავირუსის ახალი ვარიანტი არ ხასიათდება სასუნთქ სისტემაზე უპირატესი ზემოქმედებით, არ აქვს უნარი სწრაფად დააზიანოს ფილტვი, ფილტვების ანთება გამოიწვიოს, ან კლინიკაში მოთავსება. ის აგრესიული მიმდინარეობით არ გამოირჩევა“,-ამბობს ივანე ჩხაიძემ.

როგორ ავირიდოთ თავი ვირუსი და გაციება?

გრიპის ვირუსის პრევენციისთვის საჭიროა პირბადის ტარება, ბევრი სითხის მიღება, საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს ხშირი განიავება და მაღალი ტემპერატურის დროს, ექიმისთვის დროულად მიმართვა.

ასევე აუცილებელია ვაქცინაცია, ადამიანები,რომლებიც რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ საჭიროა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ.

 „რისკის ჯგუფები განსაზღვრულია ასაკის მიხედვით, კერძოდ, ეს არის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით საყურადღებოა 2 წლამდე ასაკის ბავშვებიც. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 6 თვიდან“, - ამბობს ჩხაიძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია 18 ოქტომბერს დაიწყება - ცნობილია, რომ ვაქცინაციის პირველ ეტაპზე, უფასო აცრები გათვალისწინებულია მაღალი რისკჯგუფის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც წარმოადგენენ: სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პაციენტები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები.

ასევე, ამ ეტაპზე გრიპზე აიცრებიან სხვა პრიორიტეტული ჯგუფები: ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების; ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამსახურების, გარემოს დაცვის, თავდაცვის, უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციების რეაგირების სამსახურის თანამშრომლები, პენიტენციარულ დაწესებულებაში დასაქმებული პირები და შს სამინისტროს თანამშრომლები.

2024 წლის 4 ნოემბრიდან კი, ქვეყნის მასშტაბით, სეზონურ გრიპზე უფასოდ აცრის საშუალება ექნება ნებისმიერ მოქალაქეს 6 თვის ასაკიდან.