პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო „აფიშა“ დაათვალიერა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილსა და დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად სასტუმრო „აფიშა“ დაათვალიერა.

 

მთავრობის მეთაურმა დამფუძნებლებს და ხელმძღვანელებს სასტუმროს გახსნა მიულოცა.

 

10-სართულიანი სასტუმრო „აფიშა“ 118 ნომერს, კვების 3 ობიექტს, სპაზონას და საკონფერენციო სივრცეს მოიცავს. პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.