პირველი ბრძოლა და პირველი გამარჯვება - პარიზის ოლიმპიადაზე პირველი, ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი გავიდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 27 ივლისს ძიუდოისტთა ტურნირი დაიწყო. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გადავიდა.

21 წლის ქართველმა სპორტსმენმა ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს სძლია.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

სახეობების მიხედვით ყველაზე მეტი სპორტსმენი საქართველოს დელეგაციას ძიუდოში ჰყავს - 10 სპორტსმენი, მათგან 3 ქალი.

ძიუდოისტთა ნაკრების სპორტსმენების უმრავლესობა ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მედალოსნები არიან. ვაჟთა ნაკრებში 2 ოლიმპიური (ლაშა ბექაური, ტოკიო 2020 და ლაშა შავდათუაშვილი - ლონდონი 2012), 4 - მსოფლიოს და 6 - ევროპის ჩემპიონია.

ძიუდოისტთა ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება. 3 აგვისტოს კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს.