"ხაზარაძე-ჯაფარიძემ სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხაზარაძე-ჯაფარიძემ სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა სიმართლემ და სახელმწიფომ, რომელიც მოქმედებს სამართლიანი წესების შესაბამისად ყველა შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ზოგადად, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა არაერთხელ უჩივლეს საქართველოს და არაერთი საქმე წარიმართა სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციაში საქართველოს წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ ინიცირებით.

„ძირითადად ეს უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოს. იყო საქმე, მაგალითად მაშინდელი „რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ“, „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ და ა.შ. ყველა შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა საქართველო. ამ შემთხვევაშიც იყო საქმე, რომელიც წარმოებდა საერთაშორისო არბიტრაჟში, ეს იყო საქმე - „ხაზარაძე-ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“ და ამ შემთხვევაშიც საქართველო გამოვიდა გამარჯვებული ერთი მარტივი მიზეზის გამო - სახელმწიფო ყოველთვის იცავს წესებს, როდესაც მოქმედებს. ეს პრაქტიკა დაინერგა საქართველოში 2012 წლის შემდეგ და სწორედ ამის გამოა, რომ ყველა საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში, მათ შორის არბიტრაჟში, საქმეებს იგებს ხოლმე სახელმწიფო, სადაც წარმოებს დავა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის. ხაზარაძე-ჯაფარიძეც არიან ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათაც სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება ქართული სახელწმიფოს წინააღმდეგ, თუმცა ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა სიმართლემ და სახელმწიფომ, რომელიც მოქმედებს სამართლიანი წესების შესაბამისად ყველა შემთხვევაში“, - აღნიშნა პრემიერმა.