უჩვეულო კერძი საუკეთესო მზარეულისგან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოში ორჯერ საუკეთესოდ აღიარებული დანიური რესტორნის - Noma-ს შეფ-მზარეულმა დაწესებულების ფილიალი გახსნა ამომავალი მზის ქვეყანაში და კლიენტებს ტოკიოში სთავაზობს, გასინჯონ კერძი ცოცხალი კრევეტებითა და მკვდარი ჭიანჭველებით. რენე რეძეპიმ კერძს „კრევეტები ნაგანოს ტყის არომატებით“ უწოდა. ცოცხალი სამეფო კრევეტი ყინულზეა მოთავსებული და ერთი მუჭა მკვდარი ჭიანჭველებითაა შეკმაზული.

კულინარული კრიტიკოსები, რომელთაც ცნობილი მზარეულის ახალი კერძი დააგემოვნეს, აღნიშნავენ, რომ ჭიანჭველამჟავას წვეთები შესანიშნვად ეხამება კრევეტის ვარდისფერ ხორცს. კერძის ღირებულება 149 ათასი იენია (დაახლოებით, 1 260 დოლარი). Noma-ს იაპონურ რესტორანში, გარდა კრევეტებისა, მსურველებს სხვა უჩვეულო კერძების დაგემოვნებაც შეუძლიათ.