სუნამო ქალის ასაკს ამხელს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მანდილოსნებს ასაკის დამალვა ყველა ეპოქაში ახასიათებდათ. დღეს ამაში მათ პლასტიკური ქირურგია, ან ანტიასაკობრივი კოსმეტიკა ეხმარებათ. თუმცა, ეს ყველაფერი, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდად გამოიყურებოდნენ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლების ასაკის დადგენა მათი სუნამოს სურნელითაც შეიძლება. იაპონელი სწავლულების დასკვნების თანახმად, რაც უფრო დიდი ასაკისაა ადამიანი, მით მეტ ნონენალს - ქიმიურ ნივთიერებას გამოყოფს მისი სხეული, რომელიც კანში ცხიმმჟავების დაშლისას წარმოიქმნება. ნონენალს სპეციფიკური სუნი აქვს და სწორედ მას შეუძლია გაამხილოს მშვენიერი ბანოვანის ასაკი.

40 წელს ზემოთ ქალებში ნონენალის რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე 20 და 30 წლის ასაკში. კიდევ ერთი საინტერესო დასკვნა ამერიკელმა მეცნიერებმა გააკეთეს, რატჯერსის უნივერსიტეტიდან. ისინი ირწმუნებიან, რომ მამაკაცებს შეუძლიათ ქვეცნობიერად, პარფიუმის მიხედვით გაარჩიონ, რა წლოვანების არის ქალი. ექსპერიმენტში მონაწილე, 20-დან 60 წლამდე ასაკის ძლიერ სქესს შესთავაზეს განესაზღვრათ, რომელი არომატი უხდება სხვადასხვა ასაკის ქალბატონებს. მათ არჩევანი ვანილის, ლავანდის, ვარდის, ხილისა და ბოსტნეულის სურნელებს შორის უნდა გაეკეთებინათ. ვარდის სურნელი თითქმის ყველა მამაკაცმა ასაკოვან ქალბატონებს მიაკუთვნა, ხოლო ხილის ნოტები, მათი მოსაზრებით, ახალგაზრდა გოგონებთან ასოცირდება.