როგორ ცხოვრობს გოგონა ნახევარი ტვინით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

16 წლის ამერიკელმა მორა ლეებმა, ნიუ-ჯერსის შტატიდან, რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვობაში ამოკვეთეს ტვინის მარცხენა ნახევარსფერო, ისწავლა სიარული, ლაპარაკი და ჩოგბურთსაც კი თამაშობს. გოგონას ტვინის ნახევარი ცხრა თვის ასაკში ამოუღეს, რადგან დედის მუცელში მყოფმა ინსულტი გადაიტანა. ამის გამო, გოგონას ძლიერი კრუნჩხვები ჰქონდა, რომელიც შესაძლოა, ტვინის ჯანმრთელ ნაწილშიც გადასულიყო და პროცესი შეუქცევადი გამხდარიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სიარულისა და მეტყველების უნარზე პასუხისმგებელი ტვინის მარცხენა ნახევარსფეროა, სხვა ჯანმრთელ ნაწილებს შეუძლიათ, საკუთარ თავზე აიღონ ეს ფუნქციები, რაც დაეხმარა კიდეც მორას, ესწავლა სრულყოფილი ცხოვრებით არსებობა. მან არა მხოლოდ მარტივი საყოფაცხოვრებო ამოცანების შესრულება ისწავლა, არამედ, თამაშობს კიდეც განმავითარებელ თამაშებს და სკოლაშიც სწავლობს. 11 წლისას, გოგონას კვლავ დაეწყო შეტევები და მას ტვინზე მორიგი ოპერაცია დასჭირდა, თუმცა მორამ მალევე შეძლო ჯანმრთელობის აღდგენა. ის ახლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კვლევებში, რათა დაეხმაროს ნეირობიოლოგებს, უკეთ შეისწავლონ ტვინის მუშაობა.