ჩატბოტის შექმნილი კანონი მიიღეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრაზილიის ქალაქ პორტუ-ალეგრის ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება, რომელიც მთლიანად ხელოვნურმა ინტელექტმა დაწერა. დოკუმენტი ჩატბოტმა ადგილობრივი საბჭოს წევრის, რამირო როსარიოს „თხოვნით“ შექმნა. ჩინოვნიკმა მას დადგენილების შემუშავება „სთხოვა“, რომელიც მოპარული წყლის მრიცხველების შეცვლის სანაცვლოდ, ქალაქის ხელისუფლებას გადასახადის გადამხდელებისგან თანხის აღებას აუკრძალავს. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომელშიც ერთი სიტყვაც კი არ შეუცვლია, როსარიომ 35 კოლეგას წარუდგინა. საბჭომ ერთხმად მოიწონა დადგენილება და ის უკვე ძალაში შევიდა. მხოლოდ ამის შემდეგ აღიარა ჩინოვნიკმა, რომ დოკუმენტის ავტორი თავად არ იყო.