ველოსიპედისტებსაც დააჯარიმებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბელგიის ერთ-ერთ რეგიონში - ფლანდრიაში, ველოსიპედით მოსიარულეებს, საათში 30 კილომეტრზე მეტი სიჩქარით მოძრაობისთვის დააჯარიმებენ. კანონში შეტანილი ცვლილებები უკვე 2024 წლის იანვრიდან ამოქმედდება. დარღვევების დასაფიქსირებლად კი ქუჩებში კამერებს დააყენებენ. ჯერჯერობით, უცნობია, როგორ მოხდება მძღოლების იდენტიფიცირება, რადგან ველოსიპედისტები არ არიან ვალდებულები, ამ სახის ტრანსპორტზე სანომრე ნიშნები დააყენონ.