გასახდომი პიცა გამოუშვეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადამიანებს, რომელთაც დიეტის დაცვა გადაწყვიტეს, ხშირად ძალიან უჭირთ საყვარელ პროდუქტებზე უარის თქმა. ერთ-ერთმა ბრიტანულმა კომპანიამ ამ პრობლემის გადაჭრა გადაწყვიტა - მათ გასახდომი პიცა შეიმუშავეს. ამ დაბალკალორიული კერძისთვის საჭირო ნაკრებში შედის ორი პაკეტი - ერთი ფხვნილია ცომისთვის, რომელშიც მცენარეული ცხიმები და კვერცხის ცილაა, მეორეში კი - ტომატის სოუსი. კერძის მოსამზადებლად ამ ფხვნილებს წყალი უნდა დაუმატოთ და საგულდაგულოდ აურიოთ.

პიცისთვის ყველის დამატება რეკომენდებული არ არის, რადგან ის ბევრ კალორიას შეიცავს, სამაგიეროდ, მსურველებს ბოსტნეულის დამატება შეუძლიათ, რომელშიც ნაკლები ნახშირწყლებია - ბულგარული წიწაკა, სოკო, პომიდორი, ისპანახი და წითელი ხახვი. მზა პიცა მხოლოდ 200 კალორიას შეიცავს. ეს 300-ით ნაკლებია ტრადიციულზე. გასახდომი პიცის მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ მათი პროდუქცია გამდიდრებულია ვიტამინებით, მინერალებითა და ცილების დიდი რაოდენობით.