ჩექმა - ადამიანის ფეხის იმიტაცია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოპულარულმა ბრენდმა - Louis Vuitton, გასაყიდად ჩაუშვა ჩექმა, სახელწოდებით - Illusion, რომელიც ერთი შეხედვით, ადამიანის ფეხს ჰგავს. ბრენდის დიზაინერებმა ქალის ფეხების სრული იმიტაცია შექმნეს, რომელსაც თეთრი ფერის წინდა აცვია. ჩექმა სრული და მოკლე ვერსიებით წარადგინეს და მყიდველის კანის ფერიც გაითვალისწინეს. ეს უჩვეულო ფეხსაცმელი დამზადებულია ხბოს რბილი ტყავისგან და მასზე ხელითაა ამოტვიფრული სამოდელო სახლის ინიციალები - LV. წყვილი ჩექმის ღირებულება 2 470 დოლარია.