სახლში 555 ნაძვის ხე დადგეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანელი წყვილის, თომას და სუზანა იერომინების ოჯახმა ქალაქ რინტელნიდან, რომელიც გერმანიის ჩრდილოეთში მდებარეობს, მსოფლიო რეკორდი დაამყარა ერთ ტერიტორიაზე საახალწლო ნაძვის ხეების რაოდენობით. მათ სახლში, რომლის ფართობიც 180 კვ.მ-ია, 555 ცალი სადღესასწაულოდ მორთული ხე დგას, რომლებსაც 108 ათასი სათამაშო და 48 ათასი განათება ამშვენებს. მხოლოდ ერთ, მისაღებ ოთახში, 89 ნაძვის ხე დგას, დანარჩენები კი საძინებლებში, სამზარეულოში, დერეფანსა და ტუალეტშიც კი განათავსეს.

დიდი ხანია, რაც იერომინების ოჯახი ნაძვის ხეების კოლექციას აგროვებს. 57 წლის თომასს, ასეთი აზრი ჯერ კიდევ 14 წლის წინ გაუჩნდა და მას შემდეგ, ყოველ წელს, მის კოლექციას ახალ-ახალი ნაძვის ხეები ემატება. 2021 წელს, სახლში უკვე 444 საახალწლო ხე ედგათ, ახლა - 555 და როგორც თომასი აცხადებს, მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს, რადგან სურს, ეს რიცხვი 600-მდე გაზარდოს. საამისოდ კი მხოლოდ მეუღლის დათანხმებაა საჭირო. ამგვარ გატაცებას იერონიმები საახალწლო დღესასწაულის მიმართ დიდი სიყვარულით ხსნიან.