ვისაც გსურთ, შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი ააშენოთ, მოგვმართეთ, მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს - კახა კალაძე

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს თბილისის მერიის მხარდაჭერა ყოველთვისექნებათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობისსხდომაზე განაცხადა.

ის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ არასწორ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს, თბილისის მერიამ კერძო კომპანიას შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ტერიტორია გადასცა.

„ამ თემას არ შევეხებოდი, შშმ ბავშვებს რომ არ ეხებოდეს. საქმე ეხება კონკრეტულ მიწისნაკვეთს, რომელიც 2017 წელს ეკონომიკის სამინისტრომ კონკრეტულ პიროვნებას, შშმბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის, კონკრეტული ვალდებულებითგადასცა, თუმცა, აღნიშნული ვალდებულება ვერ შესრულდა და ეს მიწა ეკონომიკისსამინისტრომ დაიბრუნა. 2020 წელს მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მერიას გადმოეცა. როდესაცმივიღეთ გენერალური გეგმა, კონკრეტულ არეალებში მთელი რიგი კვლევები ჩავატარეთ. ერთ-ერთი ასეთი იყო შატბერაშვილის ქუჩა, რომელიც დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან მეწყერსაშიში ზონაა. ამ კონკრეტულ არეალებში იყო გაცემული სამშენებლონებართვები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადამიანებს მივეცით ადგილმონაცვლეობისშესაძლებლობა. მიწის ფართი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ 2020 წელს ყოველგვარივალდებულებების გარეშე გადმოგვცა, 2021 წელს შატბერაშვილის ქუჩაზე არსებულ მიწისნაკვეთში ჩავანაცვლეთ, სადაც სამშენებლო ნებართვა იყო გაცემული. ამიტომ, გაუგებარია ესბრალდებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისსაქმეში მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურ თანადგომას გამოიჩენს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ამ ადამიანებს: ვისაც მართლა გაქვთ იმის სურვილი დაშესაძლებლობა, რომ ეს სარეაბილიტაციო ცენტრი ააშენოთ, როგორ ფიქრობთ, მუნიციპალიტეტი ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ?! მობრძანდით და ხვალვე მოვნახავთთქვენთან ერთად მიწის ნაკვეთს და გააკეთეთ ეს კეთილი საქმე. არანაირ პრობლემას არშეგიქმნით, მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.