სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დედაქალაქის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს - თბილისის მერია

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდნ გამომდინარე განმარტავს იწყებს თუ არა მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას.

დედაქალაქის მერია მედიასაშუალებას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.მათივე თქმით, თბილისის მერიის ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს.

"საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიის ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

აქვე განვმარტავთ, თბილისის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის განსათავსებელი შენობის, საგენერატოროების და ერთი ოფისის პროექტირება.

აღნიშნული შენობა უნდა აშენდეს თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე.

ნაგებობაში მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, მუნიციპალური ინსპექცია, თბილისის განვითარების ფონდი და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური უნდა განთავსდეს. ზემოთჩამოთვლილი მუნიციპალური უწყებები დღესდღეობით განთავსებულია სხვადასხვა მისამართზე,"-ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში