რამდენიმე დასახლებაში, სადაც დღემდე არ დადიოდა ტრანსპორტი, 1 თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა -კახა კალაძე

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

1 თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა ავშიანის დასახლებაში, გლდანის მეოთხე და მერვე მიკრორაიონის უკან მდებარე დასახლებებში, დიდი და პატარა ტბის მიმდებარე დასახლებაში, ასევე ინგუშეთის ქუჩაზე, ამავე რაიონში წყაროთუბნის დასახლებაში, ვეძისის და ზემო ვეძისის ისეთ ქუჩებზე, სადაც დღემდე არ დადიოდა ტრანსპორტი, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ისევ ტრანსპორტის თემას მინდა შევეხო - სამწუხაროდ, თბილისში იყო დასახლებები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობდა და იქ მცხოვრები მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებდა. წინასაარჩევნოდ მე პირადად მივეცი ამ ხალხს პრობლემის მოგვარების დაპირება და მინდა გაცნობით, რომ 1 თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა ავშიანის დასახლებაში, გლდანის მეოთხე და მერვე მიკრორაიონის უკან მდებარე დასახლებებში, დიდი და პატარა ტბის მიმდებარე დასახლებაში, ასევე ინგუშეთის ქუჩაზე, ამავე რაიონში წყაროთუბნის დასახლებაში, ვეძისის და ზემო ვეძისის ისეთ ქუჩებზე, სადაც დღემდე არ დადიოდა ტრანსპორტი. ასევე ტრანსპორტით ისარგებლებს ბეთანიის მოსახლეობა, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის, ავჭალის აგარაკების მცხოვრებლები. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა გრძელდება და ეტაპობრივად, ტრანსპორტის დამატების შესაბამისად, მოხდება მათი გადანაწილება საჭირო უბნებსა და ქუჩებზე“, - აცხადებს კალაძე.