სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა პარლამენტთან ერთად 60 ქალაქის მერს აირჩევს. პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის კონკურენტი პროევროპული ოპოზიციური კოალიციაა.

სერბეთის პარლამენტში სულ 250 ადგილია.

არჩევნებამდე გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებით გაერთიანებული პროევროპული კოალიცია „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ მხარდამხარ მისდევს პრეზიდენტის კოალიციას, „ალექსანდარ ვუჩიჩი – ბელგრადი არ უნდა შეჩერდეს“.