კბილის იმპლანტებად ძროხებს გამოიყენებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მწვანე კონტინენტზე“, სპეციალურად გამოყვანილ ძროხებს, სადაც ძროხის ცოფი არ არსებობს, შეიძლება, ძვლისა და კბილის იმპლანტების დონორებად გამოიყენონ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კბილის ძვლის ტრანსპლანტაციისთვის იმ ადამიანის ძვლებს იყენებდნენ, ვინც თანხმობა გასცა დონორობაზე. ახლა კი, მათ ნაცვლად, შესაძლოა, სინთეტიკური მასალა გამოიყენონ, ასევე, ქსენოტრანსპლანტები ანუ ცხოველთა ძვლები.

ავსტრალიური მსხვილფეხა პირუტყვი კი საუკეთესოა ქსენოტრანსპლანტაციისთვის, რადგან მათ ანამნეზში არ არსებობს ენცეფალოპათია (იგივე, ძროხის ცოფი). აღნიშნავენ, რომ ცხოველები რეგულარულად გადიან სამედიცინო შემოწმებას, მერე კი მათ კლავენ. მიღებულ მასალას უცხოეთში გზავნიან დასამუშავებლად, გასაწმენდად და სტერილიზაციისთვის. უკან დაბრუნებული მასალა კი გამოიყენება ბიოშეთავსებადი იმპლანტის შესაქმნელად.