ტრამპზე ფილმს გადაიღებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე ფილმს გადაიღებენ. The Appretice - ასე ერქმევა სურათს, რომელშიც ტრამპის როლს 41 წლის მსახიობი, სებასტიან სტენი შეასრულებს. ფილმში ის ახალგაზრდა დონალდის როლში იქნება. მასთან ერთად სურათში ჯერემი სტრონგი და მარია ბაკალოვა მონაწილეობენ.

გადაღებები სულ მალე, რამდენიმე დღეში დაიწყება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში ექს-პრეზიდენტზე ასახული იქნება ტრამპის საქმიანობა - როგორ იწყებდა ის გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, ნიუ-იორკში, საკუთარი ბიზნესის აწყობას და საბოლოოდ, მთელი იმპერია შექმნა. ასახული იქნება ტრამპის ურთიერთობა როი კონთან. ის მისი ადვოკატი და მენტორი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, მათ ურთიერთობაზე გამოვიდა დოკუმენტური ფილმი „სად არის ჩემი როი კონი?“ სწორედ მის როლს მოირგებს ახალ სურათში ჯერემი სტრონგი, მარია ბაკალოვა კი ექს-პრეზიდენტის პირველი ცოლის, ივანას როლს შეასრულებს.