„ქალის მუხლები“ - ვაქცინა მარტოხელებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონელი სწავლულების მიერ შექმნილი ბალიში-მუხლები, რომელსაც Himazakura ჰქვია, დღესაც, 20-ზე მეტი წლის შემდეგაც კი, საკმაოდ პოპულარულია ამომავალი მზის ქვეყანაში. ცნობილი ინტერნტ-მაღაზიის Japan Trend Shop ვებ-გვერდზე, ის აღწერილია, როგორც რბილი და მოქნილი. ის შესანიშნავია იმისთვის, რომ მასზე თავი დადოთ. გაოცებული დარჩებით, რამდენად მოხერხებულია და რამდენად რეალისტურ შეგრძნებებს გჩუქნით.

პოლიურეთანისგან დამზადებული ბალიში, რომელიც მუხლებზე დამჯდარი ქალის ფეხების იდენტურია, ისეთ სასიამოვნო შეგრძნებას გიტოვებთ, თითქოს თავს მუხლებზე საყვარელ მეუღლეს ან დედას ადებთ. კომპანია Trane Corporation-ის მიერ, 2000 წელს გამოშვებულ ბალიშს არეკლამებდნენ, როგორც „ვაქცინას მარტოობისგან“ და ის უმალ გახდა გაყიდვების ჰიტი მარტოხელა ადამიანებში, რომელიც დღესაც „ბესტსელერია“. ტოკიოსა და ნარიტას საერთაშორისო აეროპორტების Duty Free-ის თაროებიდანაც კი წამებში ქრება, სადაც მას ხშირად მეგობრებისთვის საჩუქრად ყიდულობენ.