ტანსაცმელს ავოკადოთი ღებავენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რესტორნების საერთაშორისო ქსელმა Chipotle, რომელიც მექსიკურ სამზარეულოზეა სპეციალიზებული, ეკოლოგიურად სუფთა ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ ეს ტანსაცმელი ავოკადოს კურკებითაა შეღებილი. კომპანიის პრეს-რელიზის მიხედვით, ყოველწლიურად, მათ დაწესებულებებში 300 მილიონი ავოკადოს კურკა რჩება და მისი გადამუშავება გადაწყვიტეს.

პროდუქციის ახალი ხაზი - Chipotle Goods მოიცავს მაისურებს, ჰუდებსა და ჩანთებს, რომლებიც ატმისფრადაა შეღებილი. ერთი ნივთის შესაღებად, დაახლოებით, ხუთი ავოკადოს კურკაა საჭირო. ახალ ხაზში სხვა პროდუქციაც შევიდა, რომლებიც ნატურალური საღებავის გარეშეა შეღებილი. ერთი ასეთი უნიკალური ნივთის ღირებულება 20-დან 45 დოლარამდეა.