ახალი ბიზნესი - საქოწინო ფოტოების განადგურება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთის პროვინცია შანდუნში, საქორწინო ფოტოების განადგურების ბიზნესი წამოიწყეს. ალბათ, გაგიკვირდათ და ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ფოტოქაღალდია, რომლის დახევაც მარტივად შეიძლება, მაგრამ ძალიან ცდებით - ჩინელები, ტრადიციულად, უკვდავჰყოფენ ხოლმე საკუთარ ქორწილს არა მხოლოდ ფოტოებით, არამედ ნახატით - ტილოსა და აკრილის საღებავებით.  ასეთი „სამახსოვროების“ არათუ ხელით დახევა, მისი დაწვაც კი ძნელია ხოლმე. მას ვერც ნაგავში გადააგდებთ, რადგან მეზობლები დაინახავენ და უხერხულია.

ჰოდა, ერთმა გამჭრიახმა ბატონმა ბიზნესი მოიფიქრა განქორწინებული წყვილების დასახმარებლად, რათა არასასურველი სამახსოვროსგან გათავისუფლდნენ. პროცედურა ძალიან მარტივია: ყველაფერი სურათი-ნახატის ზომასა და მასალაზეა დამოკიდებული. გააგზავნით, თანხას გადაიხდით, ფირმის თანამშრომლები სურათზე სახეებს სპეციალური საღებავით ფარავენ და მას დასაქუცმაცებლად აგზავნიან.

მთელ ამ პროცესს ვიდეოზე იღებენ და მტკიცებულების სახით, კლიენტებს უგზავნიან. რაც შეეხება საფასურს, ის დაახლოებით, 100 იუანიდან იწყება და დამოკიდებულია სურათის ზომაზე. როგორც გამჭრიახი ბიზნესმენი აცხადებს, მის სერვისზე დიდი მოთხოვნაა და შეკვეთებს ქვეყნის ყველა პროვინციიდან იღებს.