გასუქების გამო ციხიდან გაუშვეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიელ მამაკაცს, დიმიტრიო ფრიკანოს სასჯელის სახით, 30-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მან თავისი შეყვარებული გოგონა, ერიკა სასტიკად მოკლა - ქალს დანით 57 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. როცა ეს ფსიქოპათი მანიაკი დააკავეს და ციხეში ჩასვეს, ის 120 კილოგრამს იწონიდა. ერთი წლის განმავლობაში, იტალიურ ციხეში, მან 80 კილო მოიმატა. პენიტენციური დაწესებულების ექიმები გაოგნებულები არიან, თან აღსანიშნავია, რომ ფრიკანო თავგამოდებული მწეველია.

ამ მკვლელის გამო, ცოტა ხნის წინ, სასამართლო კოლეგია კიდევ ერთხელ შეიკრიბა და ვერდიქტი გამოიტანა: მამაკაცს დახმარება სჭირდება, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია. მკვლელს არ შეუძლია ციხეში დარჩეს, რადგან მისი სიმსუქნე და თამბაქოს გამუდმებული მოხმარება მას გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ აყენებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფრიკანო ციხიდან გაუშვეს და მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს.