კრაზანას შხამში დაუმარცხებელი ანტიბიოტიკია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებმა ახალი სახეობის ანტიბიოტიკი შეიმუშავეს. მის საფუძვლად სამხრეთამერიკული კრაზანების Polybia paulista შხამი, უფრო სწორად, მისი შეცვლილი პეპტიდები გამოიყენეს. ისინი კლავენ ბაქტერიებს და არ აზიანებენ უჯრედებს. როგორც თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, ყველაზე ძლიერი პეპტიდი გაუმკლავდა ბაქტერია Pseuodomonas Aeruginosa-ს, რომელიც მდგრადია უმრავლესობა ანტიბიოტიკის მიმართ.

სწავლულები დიდი ხნის განმავლობაში არჩევდნენ და მოდიფიკაციას ახდენდნენ ყველაზე ძლიერი პეპტიდისა (ოთხ დღეში მთლიანად სპობდა ინფექციის კვალს), მაგრამ ჯერჯერობით კვლავ არ აქვთ მისი იდეალური ვერსია. მკვლევარებს მისი შეცვლა ისე სურთ, რომ მაქსიმალურად მცირე დოზების გამოყენება იყოს საკმარისი.