ვისკი რეკორდულ ფასად გაიყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლონდონში, Sotheby’s-ის აუქციონზე შოტლანდიური ვისკის მარკის The Macallan-ის ბოთლი რეკოდულ ფასად - 2.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონის ისტორიაში, ეს ალკოჰოლთან დაკავშირებული ყველაზე ძვრადღირებული გარიგებაა. ცნობილია, რომ 1986 წელს, ამ ბრენდის ვისკი, 60-წლიანი დაძველებით, სულ 40 ბოთლი ჩამოასხეს. ვაჭრობის წინ, ბოთლი ბრენდის ქარხანაში აღადგინეს. კერძოდ, სასმელზე შეცვალეს საცობი და წებოთი დაამაგრეს ეტიკეტის კუთხეები. ეტიკეტიც ცნობილი იტალიელი მხატვრის, ვალერიო ადამის შექმნილია.