კორეელებს საყვარელ დელიკატესს აუკრძალავენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთ კორეაში ახალ კანონპროექტზე მუშაობენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ასე საყვარელი „დელიკატესის“ - ძაღლის ხორცის მოხმარება აიკრძალება. როგორც The Washington Post-ი წერს, ეს აკრძალვა, შესაძლოა, წელსვე შევიდეს ძალაში.  ახალი ინიციატივა ითვალისწინებს ძაღლების ფერმების ლიკვიდაციას სამი წლის განმავლობაში. ასევე, დაიხურება ყველა სავაჭრო წერტილი და რესტორნები, სადაც ძაღლის ხორცისგან დამზადებული კერძები იყიდება. თუ კანონპროექტს მიიღებენ, აკრძალვა ამ „დელიკატესზე“ ძალაში, წესით, 2027 წლიდან უნდა შევიდეს. მთავრობა მხარდაჭერას აღუთქვამს იმ ფერმერებს, მეხორცეებსა და სხვა მეწარმეებს, რომლებსაც ამ კანონის გამო, დახურვა ან გადაკვალიფიცირება ელით.