ნაპოლეონის ქუდი აუქციონზე გაიყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუქციონის სახლმა Osenat-მა, ფონტენბლოში, საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ ბონაპარტის ცნობილი ქუდის გაყიდვის შესახებ განაცხადა. ქუდი კოლექციონერ ჟან ლუი ნუაზიეს ეკუთვნოდა. ბონაპარტის სამკუთხა ქუდში მყიდველმა მილიონ 932 ათასი ევრო გადაიხადა. ნაპოლეინის ქუდებისთვის ეს რეკორდული ფასია. ბონაპარტის ქუდი 1810 წლით თარიღდება. თავდაპრველად, ექსპერტები ლოტის სავარაუდო ფასს 600-800 ათასს ასახელებდნენ, თუმცა შედეგმა მოლოდინს საგრძნობლად გადააჭარბა. ამ ეტაპზე, ნაპოლეონის ცნობილი ქუდის ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია.