საკუთარ თავთან ლაპარაკი სასარგებლოა?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ადამიანის საკუთარ თავთან ლაპარაკის ჩვევა ან შიზოფრენიის, ან გარკვეული ფსიქიკური გადახრის ნიშანი იყო. თუმცა, ამერიკელი მეცნიერები ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტიდან აცხადებენ, რომ ეს მოსაზრება მცდარია.

სწავლულებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის შედეგებითაც დაამტკიცეს, რომ ასეთი ჩვევა არა მარტო უსაფრთხო, არამედ, ტვინისთვის სასარგებლოც კია. ამერიკელების ექსპერიმენტი შემდეგში მდგომარეობდა: მოხალისეები ორ ჯგუფად გაყვეს. ისინი შენობაში დამალულ ნივთებს ეძებდნენ. ერთი ჯგუფის წარმომადგენლები, ამ ძებნისას საკუთარი ქმედებების კომენტირებას ახდენდნენ, მეორე ჯგუფი კი ჩუმად მოქმედებდა.

აღმოჩნდა, რომ „მოლაპარაკე“ მოხალისეებმა დაკისრებულ ამოცანას თავი „ჩუმებზე“ სწრაფად გაართვეს. სწავლულების ვარაუდთ, ასეთი შედეგი იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ლაპარაკი აჩქარებს აზროვნებას და ამგვარად, ხელს უწყობს ოპტიმალური გადაწყვეტილების უფრო სწრაფად პოვნას.