მესის მაისურებს მილიონებად გაყიდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არგენტინელი ფეხბურთელის, რვა „ოქროს ბურთის“ მფლობელის, ლიონელ მესის ექვსი მაისური, რომელიც მას ყატარში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეცვა, გასაყიდად აუქციონზეა გამოტანილი. ვაჭრობის ორგანიზატორები მათ გაყიდვას რეკორდულ თანხად გეგმავენ - მთლიანი კომპლექტის საორიენტაციო ფასი 10 მილიონ დოლარზე ნაკლები არ იქნება. დღესდღეობით, ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ნივთი, რაც კი აუქციონებზე გაყიდულა, ამერიკელი კალათბურთელის, აიკლ ჯორდანის  მაისურია, რომელიც 10.091 მილიონ დოლარად გაიყიდა.