ღიპი - მეხსიერების მტერი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სწავლულებმა რაშის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომელთაც მუცლის არეში დიდი წონა აწუხებთ, დიდი ალბათობით, ასაკში მახსოვრობის პრობლემები ექნებათ. მკვლევართა თქმით, კუჭსა და ტვინში თავმოყრილია კონკრეტული პროტეინი. ის ტვინის იმ ნაწილის მუშაობისთვისაა აუცილებელი, რომელიც ადამიანის მახსოვრობაზეა პასუხისმგებელი. ეს პროტეინი აუცილებელია საჭმლის მონელებისთვისაც.

წონის მომატების, განსაკუთრებით, მუცლის არეში ცხიმდაგროვების წარმოქმნისას, ეს პროტინი მცირდება და არა მხოლოდ მუცლის არეში, არამედ, მთელ ორგამოზმში. ამიტომ, ზედმეტი წონის მქონე ადამიანებს, დიდი ალბათობით, ასაკში მეხსიერების პრობლემები ექმნებათ - ასკვნიან სწავლულები.