წითელი ღვინის რეგულარული მოხმარება სმენის ფუნქციების დაკარგვისგან იცავს ადამიანს - ასეთი დასკვნა გააკეთეს ამერიკელმა მედიკოსებმა, ჰენრი ფორდის ჰოსპიტლიდან. დეტროიტელმა მკვლევარებმა ცდები ლაბორატორიულ თაგვებზე ჩაატარეს. მათ გამაყრუებელი ხმაურის ზეგავლენის ქვეშ ამყოფებდნენ, ამასთან, ცხოველების ნაწილს რესვერატროლს აძლევდნენ - ქიმიურ ნაერთს, რომლითაც მდიდარია წითელი ღვინო. შედეგად, მღრღნელების იმ ჯგუფში, რომელიც ამ ნივთიერებას იღებდა, სმენის დაკარგვა გაცილებით ნაკლებად აღინიშნებოდა. სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების ნახევარს სმენის დაქვეითება 60 წლიდან აღენიშნებათ, ზოგი კი ამ პრობლემას გაცილებით ადრე, 40-50 წლის ასაკში აწყდება.
წითელი ღვინო სმენასაც იცავს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი