კალიფორნიაში მცხოვრები ანასტასია სინი, ორგანიზმში ყველაზე მეტი ტექნოლოგიური იმპლანტის არსებობით, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. იმპლანტებს შორისაა ყველაზე დიდი მაგნიტი, რომელიც ოდესმე ჩაუდგიათ ადამიანისთვის, ასევე, ყურში ჩადგმული მაგნიტი, რომელიც ხმებს გადასცემს. სინის ორგანიზმში სულ 52 მოწყობილობაა, მათ შორის, დაპროგრამებული ჩიპები, რომლებიც ქალს, ხელ-ფეხის დახმარებით, გარკვეული საყოფაცხოვრებო მოქმედებების (მაგალითად, კარის გაღება, კომპიუტერის ჩართვა) შესრულებაში ეხმარებიან. თავად ანასტასია მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის გამო, მას განსაკუთრებული მგრძნობელობა და უჩვეულო უნარები აქვს.
ქალი-ტერმინატორი გინესის წიგნში მოხვდა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი