ქორწილს ციხე ამჯობინა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთში, ცეკვის სტუდიიდან, მამაკაცმა პორტატული აუდიოსისტემა მოიპარა, რათა შეყვარებულზე არ ექორწინა. დანაშაული მან დღისით ჩაიდინა და თანაც ისე, რომ ვიდეოკამერების ობიექტივში კარგად გამოჩენილიყო. მისმა გეგმამ გაამართლა - სამართალდამცავებმა მამაკაცი მალევე იპოვეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. იქ მან აღიარა, რომ თუკი დააპატიმრებდნენ, შეყვარებული ქორწილზე უარს ეტყოდა. გარდა ამისა, დამნაშავემ ისიც განაცხადა, რომ სპეციალურად წამოიღო იაფფასიანი ტექნიკა, სტუდიის მფლობელისთვის დიდი ზარალი რომ არ მიეყენებინა. სწორედ ამის გამო, შესაძლოა, მამაკაცს მსუბუქი სასჯელი აკმარონ. მისი შეყვარებულისთვის ეს ქორწილზე უარის თქმის მიზეზი იქნება თუ არა, ჯერჯერობით, უცნობია.