ყურძენი ქიმიოთერაპიის მავნე გავლენისგან იცავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყურძენს, უფრო სწორად კი, მის წიპწებს შეუძლია მნიშვნელოვნად  გაზარდოს ქიმიოთერაპიის ეფექტიანობა ნაწლავების კიბოს დროს და ასევე შეამციროს ამ პროცედურის გვერდითი მოვლენები, - აცხადებენ სწავლულები. „საიდუმლო“ კი ამ ხილის წიპწებში არსებულ ანტიოქსიდანტებშია, მთრიმლავ ნივთიერებებსა და პოლიფენოლებში. მათ ანთებისა და კიბოს საწინააღმდეგო საკმაოდ ძლიერი თვისებები აქვთ. მეცნიერები აცხადებენ, რომ წიპწებისგან მიღებული ექსტრაქტის მოხმარება აქვეითებს ორგანიზმში ანთების ხარისხს და ნაწლავებში არსებულ დაზიანებას.

ქიმიოთერაპიისას, ამორჩევით არ ხდება პრეპარატების ზემოქმედება დაზიანებულ და ჯანმრთელ უჯრედებზე, ზიანდებიან ჯანმრთელებიც, ამიტომ ქიმიოთერაპიასთან ერთად, ამ ექსტრაქტის მიღება შესანიშნავად მუშაობს. ჩატარებული ექსპერიმენტებისას, ანთების პროცესის დაქვეითება 55%-ს აღწევდა, კიბოს უჯრედების ზრდის შეფერხება კი 26%-ის დონეზე იყო. სპეციალისტების განცხადებით, ყურძნის წიპწების ექსტრაქტის გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ სიმსივნის ამ სახეობისას, არამედ ნაწლავების სხვა დაავადებების თერაპიის დროსაც. აღსანიშნავია, რომ მკვლევარებმა ექსპერიმენტებისას ბაზარზე უკვე არსებული ექსტრაქტი გამოიყენეს.