ტურნირი არაფრისკეთებაში ტოკიოშიც შედგა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამომავალი მზის ქვეყნის დედაქალაქში გაიმართა შეჯიბრი არაფრის კეთებაში - Space Out Competition. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სიზარმაცის ტურნირი, ეს სულისა და სხეულის გამოცდაა სრულ მოსვენებაში. ტურნირში 100 ადამიანი მონაწილეობდა, მთავარი პირობა კი 90 წუთის განმავლობაში არაფრის კეთება იყო. მონაწილეების დისკვალიფიკაცია ხდებოდა საუბრის, ტელეფონის გამოყენების, სიცილისა და თვალების დახუჭვისთვისაც კი, რადგან თვლემა არ შეიძლებოდა, არც ფიქრი რაიმე ამაღელვებელზე.

შეჯიბრის გამარჯვებულს პულსით ირჩევენ - მას ყველაზე დაბალი და სტაბილური პულსი უნდა ჰქონდეს. ჩემპიონატი ტოკიოში ღია ცის ქვეშ გაიმართა. წარმოიდგინეთ, იაპონელისთვის, რომელიც მიჩვეულია სულ რაღაცის კეთებას ან სადღაც საქმეზე სირბილს, საათნახევარი არაფრის კეთება მისთვის ნამდვილი წამება იქნება.